ka | en
Company Slogan TODO

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლების და ცოდნის შეფასების მეთოდები ICT წიგნიერებაში

ავტორი: მაია არჩუაძე
თანაავტორები: მ.ხაჩიძე, მ.ცინცაძე, გ.ბესიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ისტ წიგნიერება, სწავლების მეთოდები, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება
ანოტაცია:

ისტ წიგნიერების საკითხი აქტუალურია ყველა იმ ქვეყნისათვის, რომელიც თავის ეკონომიკურ განვითარებას ციფრული ტექნოლოგიების შემუშავებას და გამოყენებას უკავშირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტ თითქმის თანამედროვე ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილია, ისტ წიგნიერება უტოლდება მე-20 საუკუნის დასაწყისში წერა-კითხვის ცოდნის გავრცელებას (ხშირ შემთხვევაში უფრო დიდი მასშტაბებით). ისტ ცოდნის სპეციფიკიდან გამომდინარე საყოველტაოდ აღიარებული და გამოცდილი ტრადიციული სწავლების მეთოდები ხშირ შემთხვევაში სასურველ შედეგს არ იძლევა. სწავლების მეთოდები, რომლებიც რეკომენდირებულია ისტ-ში იდეოლოგიურად განეკუთვნება სტუდენტზე (მოსწავლეზე) ორიენტირებულ სწავლებას. თუმცა ამ იდეოლოგიაშიც არაერთი მეთოდი მოიაზრება, რომელიც უფრო მაღალეფექტურია. ასეთ მეთოდს წარმოადგენს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. მეთოდი გულისხმობს სწავლების საწყის ეტაპზე კონკრეტული პრაქტიკული ამოცანის დასმას და ეტაპობრივად ამ ამოცანის გადასაჭრელი „ინსტრუმენტების“ შესწავლა/გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანია ისტ წიგნიერებაში მიღებული ცოდნის ადექვატურობის შესაფასება. ტრადიციული შეფასების მეთოდებით (ღია ტიპის კითხვები, მრავალპასუხიანი ტესტები და ა.შ.) ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია. ამ სფეროში მნიშვნელოვანია არა ის, რამდენად აღწერს სტუდენტი „ინსტრუმენტს“ , არამედ რამდენად შეუძლია მისი გამოყენება პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე გამორჩეულია ცოდნის შეფასების მეთოდებიც. ყველაზე ეფექტურ საშუალებას ( ინსტრუმენტს) წარმოადგენს ამოცანაზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენება. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლების და ცოდნის შეფასების მეთოდები ისტ წიგნიერებაში პრაქტიკულად განხორციელდა თსუ-ს ზუსტ და საბუმენისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგნის „კომპიუტერული უნარ-ჩვევები და ინფორმაციული ტექნოლოგიები“. სწავლების საფუძველზე. შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ ეფექტურობა გაიზარდა 30% პროცენტით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com