ავტორიზაცია
ენანტიომერების ზესწრაფი დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში
ავტორი: ნანა ხუნდაძეთანაავტორები: სალომე ფანცულაია, რუსუდან კაკავა
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების სწრაფი დაყოფა, სეგმენტური ქირალურ-აქირალური სვეტები, ენანტიომერები, დაყოფა, სვეტის განზომილებები.
ანოტაცია:
უკანასკნელ წლებში ინტენსიურად შეისწავლება ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელების გამოყენება აქირალური დაყოფებისთვის. ასეთი სილიკაგელის გული არაფოროვანია , ხოლო გარსი ფოროვანი .ამგვარი მორფოლოგიის უპირატესობას წარმოადგენს , ის რომ ფოროვანი გარსის ზედაპირის ფართობი საკმარისია ეფექტური ქრომატოგრაფიული დაყოფისთვის. ეს თავის მხრივ აჩქარებს მასის გადატანას მოძრავ და უძრავ ფაზებს შორის და მკვეთრად აუმჯობესებს ქრომატოგრაფიული დაყოფის ეფექტურობას.ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური ადსორბენტები მთელი რიგი უპორატესობიT გამოირჩევიან- მცირე მკვდარი მოცულობა, თეორიული თეფშების მაღალი რიცხვი, მოძრავი ფაზის ნაკადის მაღალ სიჩქარეებზე თეორიული თეფშების რიცხვის ნელი შემცირება. ნაწილაკების ზომების და სილიკაგელის ფორების ზომების ერთგვაროვნება ,რაც თავის მხრივ ამცირებს პიკის გაგანიერებას. საბაკალავრო სამუშაოს ფარგლებში შესრულებული წინასწარი გამოკვლევების შედეგად დადასტურდა რომ შესაძლებელია მივიღოთ ენანტიომერების დაყოფა რამდენიმე წამში (ცალკეულ შემთხვევაში 1.5წამი). წინამდებარე ექსპერიმენტის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მიღწეულს იქნას ენანტიომერების დაყოფა რაც შეიძლება მცირე დროში . ექსპერიმენტში მიღებული მასალა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ენანტიომერების დაყოფა 1 წამზე უფრო ნაკლები დროის განმავლობაში, საანალიზო ნივთიერებების, ქირალური სელექტორის შემცველობის, სვეტის სიგრძისა და ქრომატოგრაფიული დაყოფის პირობების ოპტიმიზაციით. რადგან სწრაფი დაყოფების მიღება მოითხოვს მოძრავი ფაზის ნაკადის მაღალ სიჩქარეებზე მუშაობას, აუცილებელია ექსპერიმენტის მსვლელობისას შესწავლილ იქნას როგორ ინარჩუნებს სვეტი ეფექტურობას ნაკადის მაღალ სიჩქარეებზე, ვან დეემტერის მრუდის აგებითა და კოეფიციენტების გამოთვლით. კორშელის ტიპის სვეტები ნაწილაკთა სტრუქტურის თავისებურებიდან გამომდინარე ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.