ავტორიზაცია
გარემოს რადიაციული მონიტორინგი გეიგერ-მიულერის დეტექტორების საშუალებით
ავტორი: მედეა აბრამიშვილისაკვანძო სიტყვები: რადიაცია, მონიტორინგი
ანოტაცია:
რადიოაქტიურობის აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც მეცნიერული, ისე ყოფითი თვალსაზრისით. თუმცა, პროგრესს მოჰყვა საკმაოდ დიდი უარყოფითი თანმდევი. ატომური ენერგიის გამოყენებამ სამხედრო მიზნით, გამოიწვია ადამიანთა მასობრივი მსხვერპლი. ყველასთვის ცნობილია იაპონიის ქალაქების ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შედეგები, გარდა ამისა გამოიცადა არაერთი ბირთვული იარაღი და შესაბამისად მოხდა არაერთი კატასტროფაც ატომურ ელექტროსადგურებზე, რამაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და მკვეთრად გაზარდა გარემოს რადიაციული ფონი. ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარი ავარიების შედეგად უამრავ ცოცხალ ორგანიზმს შეეცვალა გენეტიკა და მათი შთამომავლობაც ძირითადად იბადებოდა მუტაციური. ამდენად, დღევანდელი - გაზრდილი რადიაციული ფონის პირობებში, მეტად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის რადიაცია და როგორ გარემოში გვიწევს არსებობა. კონფერენციაზე მიმოვიხილავ რადიაციის დეტექტირების მეთოდებს და ვისაუბრებ გარემოს რადიაციულ მონიტორინგზე როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.