ავტორიზაცია
ევოლუციური განტოლებისათვის მაღალი რიგის სიზუსტით კოშის ამოცანის ამოხსნის შესახებ
ავტორი: თამაზი ვაშაყმაძესაკვანძო სიტყვები: კოშის ამოცანა, ევოლუციური განტოლება, მაღალი რიგის სიზუსტე, ანიზოტროპია
ანოტაცია:
მოხსენება წარმოადგენს ერთ-ერთ მორიგ შრომას, მიძღვნილს ევოლუციური განტოლების კოშის ამოცანის მიახლოებითი ამოხსნის შესახებ. ამ პრობლემის გადაჭრისას აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს კერძო წარმოებულიან განტოლებათა სისტემებისათვის სასაზღვრო ამოცანების მიახლოებით ამოხსნა მაღალი რიგის სიზუსტის სქემებით. მოხსენებაში განიხილება შემთხვევა,როდესაც ობიექტიაა დრეკადობის წრფივი თეორიის სამგანზომილებიანი ამოცანები ცილინდრული ფორმის ანიზოტროპული გარემოსათვის. აგებული ალგორითმი მნიშვნელოვნად ანზოგადებს რეზოლვენტის (იხ.მაგ. S.G.Krein, M.I.Khazan: Differential Equations in Banach Spaces, Итоги науки и техники (Servey of Sci.&Tech.),Ser. Mathem. Analysis,1983,v.21,130-264 (in Russian) და სხვაობიანი (იხ.მაგ.R.D.Richtmyer, K.W.Morton: Difference Methods for Initial-Value Methods, Interscience Publi-shers,J.Wiley&Sons,N.-Y., L.-, Sydney,1967) მეთოდებით რეალიზებული სქემების შესაძლებლობას.