ავტორიზაცია
პოტენციური ფარმაკოლოგიური აქტიურობის მქონე 2-((4-(1H-ინდოლ-2-ილ)ფენილ)ამინო)თიაზო-4(5H)-ონი-ის სინთეზი
ავტორი: ელენე კაცაძესაკვანძო სიტყვები: ინდოლი, თიაზოლი
ანოტაცია:
ინტოლის ბირთვის შემცველი ნაერთები ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში და საუკუნეზე მეტია მეცნიერთა ინტერესის ობიექტს წარმოადგენენ. კერძოდ, 2-ფენილინდოლის შემცვლელი ნაერთები ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა. ზოგადად, მათ ახასიათებთ ფსიქოტროპული, სედატიური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ციტოტოქსიური მოქმედება. თავის მხრივ, თიაზოლის სტრუქტურა გვხვდება როგორც ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებში (მაგ. ვიტამინი B), ასევე სამკურნალო საშუალებებში (პენიცილინებში, სულფანიდამიდურ პრეპარატებში). თიაზოლის ბირთვების შემცველ ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატს შესწევს უნარი მოქმედების სხადასხვა მექანიზმებით დათრგუნონ, შეანელონ ან სრულიად შეწყვეტონ დაავადებულ ორგანოებში კიბოს უჯრედების გამრავლება. ამ მხრივ აღსანიშნავია ბენზოლის ბირთვთან კონდესირებულ თიაზოლის ბირთვის შემცველი ნაერთები, რომელთაც აღმოაჩნდათ ინჰიბირების უნარი, რაც ფრიად მნიშვნელოვანია. ჩვენი სამუშაოს მთავარი იდეაა, განვახორციელოთ ჩვენს კათედრაზე კარგად შესწავლილი 2-ფენილინდოლის ინდოლის ბირთვის შემცველი ნივთიერებების კონდენსაცია თიაზოლის ბირთვებთან, სავარაუდოდ, ახალი პოტენციური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლენისა და მათი შემდგომი კვლევის მიზნით.
მიმაგრებული ფაილები:
Synthesis of 2-((4-(1H-indol-2-yl)phenyl)amino)thiazol-4(5H)-oneas a potential pharmaceutical structure [en]პოტენციური ფარმაკოლოგიური აქტიურობის მქონე 2-((4-(1H-ინდოლ-2-ილ)ფენილ)ამინო)თიაზო-4(5H)-ონი-ის სინთეზი [ka]