ავტორიზაცია
მონოსაქარიდების კონდენსაციის რეაქციები ანესთეზინთან (პაბმეე) და 4- ნიტროანილინთან
ავტორი: ნელი სიდამონიძეთანაავტორები: რუსუდან ვარდიაშვილი, მაია ნუცუბიძე
საკვანძო სიტყვები: ნახშირწყლები, ბიოლოგიური აქტიურობა, ნიტროზო (NO) ჯგუფი, კონდენსაცია.
ანოტაცია:
ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიმართულებით. ამ მხრივ, კი დიდ ყურადღებას იპყრობს ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი ნაერთები. შესწავლილია, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის, ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში სინთეზირებულ იქნა ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი N–გლიკოზიდები. საწყის ნივთიერებად აღებულ იქნა D-მანოზისა და L-რამნოზის კონდენსაციის პროდუქტები ანესთეზინთან (პაბმ ეთილის ესთერი) - β–N–(პ–ამინობენზოის მჟავას ეთილესთერილ)–2,3;5,6–დიიზოპროპილიდენ–D–მანოფურანო-ზილამინი (1) და β–N–(პ–ამინობენზოის მჟავას ეთილესთერილ)–L–რამნოპირანოზილ-ამინი (2) და D- გლუკოზისა და L-რამნოზის კონდენსაციის პროდუქტები 4-ნიტროანილინთან - β–N–(4-ნიტროფენილ)-D-გლუკოპირანოზილამინი (3) და β–N-(4-ნიტროფენილ)-L–რამნოპირანოზილამინი (4). სინთეზირებული ნაერთების ნიტროზი-რებით ნატრიუმის ნიტრიტით მიღებულ იქნა შესაბამისი ნიტროზოწარმოებულები (5,6,7,8): სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.