ka | en
Company Slogan TODO

კლიმატის ცვლილების გავლენა მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე ქალაქ თბილისის მაგალითზე

ავტორი: გიორგი ხომასურიძე
საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, მეტეოროლოგიური პარამეტრები, ქალაქი თბილისი
ანოტაცია:

ქალაქ თბილისის კლიმატის ფორმირებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: მდებარეობა ზღვის დონიდან, ირგვლივ განლაგებული ქედების ექსპოზიცია, თბილისის ქვაბულის ტერასული აგებულება, ჰიდროქსელი, მცენარეული საფარი და სხვა. ქალაქ თბილისში აღინიშნება აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კლიმატის ცვლილების ზოგადი ტენდენცია. ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება, მწვანე საფარის მასიური გაჩეხვა და მათ ადგილას მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, სტიქიური ნაგავსაყრელები და სხვა მავნე გავლენას ახდენს ქალაქის კლიმატზე. კვლევისთვის გამოვიყენეთ მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის მონაცემები. დაკვირვების მონაცემებით საშუალო წლიური ტემპერატურის (1965-2017 წწ) და ნალექების წლიური ჯამების (1966-2017) მსვლელობისას, წრფივი აპროქსიმაციის ტრენდით აღინიშნა საშუალო წლიური ტემპერატურისა და ნალექების წლიური ჯამების ცვალებადობა: საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 12.0°C÷13.2°C-მდე, ხოლო ნალექების წლიური ჯამებმა 480 მმ-დან 500 მმ-მდე. ე.ი 50 წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 1.2°C-ით, ხოლო ნალექების წლიურმა ჯამებმა 20 მმ-ით.


მიმაგრებული ფაილები:

კლიმატის ცვლილების გავლენა მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე ქალაქ თბილისის მაგალითზე [ka]
Climate Change Effect on Meteorological Parameters on the Example of Tbilisi City [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com