ka | en
Company Slogan TODO

საქართველოს ოროგრაფიული ერთეულები მუნიციპალიტეტების მიხედვით

ავტორი: გიორგი დვალაშვილი
საკვანძო სიტყვები: რელიეფი, მთა, უღელტეხილი, კავკასიონი
ანოტაცია:

საქართველოს ოროგრაფიული ერთეულების კვლევის დროს, მოხდა რელიეფის ფორმების (ქედები, მაღლობები, ქვაბულები, ხეობები და სხვ.) შეფასება ცალკეული მუნიციპალიტეტების, აგრეთვე სამხარეო ერთეულების მიხედვით. ქედების, ზეგნების, დაბლობების, ხეობებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების აღწერისას განისაზღვრა ადგილმდგომარეობა, ზომები (სიგრძე, ფართობი, სიმაღლე, სიღრმე და სხვ.), ზედაპირის ფორმები და ფერდობები მათი დახრილობით. სხვადასხვა საქმიანობების დროს, მათ შორის საწარმოო, საგზაო და სხვა პროექტირების დროს აუცილებელია ოროგრაფიულად საფუძვლიანად შესწავლილი იქნას მოცემული ტერიტორია. ოროგრაფიული ერთეულების კვლევისას დაზუსტდა სხვადასხვა მუნუციპალიტეტის, აგრეთვე სამხარეო რეგიონების უმაღლესი და უმდაბლესი წერტილები, ცალკეულ ოროგრაფიულ ერთეულებზე გამავალი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები, მოხდა რამდენიმე მწვერვალის აბსოლიტური სიმაღლის დაზუსტება, ბოლო პერიოდში სახელმინიჭებული მწვერვალების ზუსტი კოორდინატების დაზუსტება. განისაზღვრა ცალკეულ მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტების სიმაღლე ზღვის დონიდან, აგრეთვე შეფარდებითი სიმაღლეები. მოპოვებული მასალები გამოიყენება მუნიციპალიტეტების საცნობარო ბროშურებში, აგრეთვე ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებისას. ოროგრაფიული სახელწოდებები დაზუსტებულია საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის გათვალისწინებით, ხშირად ოროგრაფიულ ერთეულებს რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ, სახელწოდება განხილულია ყველაზე სრულყოფილი ვერსიის მიხედვით.


მიმაგრებული ფაილები:

Georgian orographic units according to municipalities [en]
საქართველოს ოროგრაფიული ერთეულების შეფასება მუნიციპალიტეტების მიხედვით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com