ავტორიზაცია
ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში IP3K/Akt/mTOR-ის სასიგნალო გზის მიმდინარეობის ცვლილება და მისი პრევენციის მექანიზმი კრეატინით"
ავტორი: მარიამ შენგელიასაკვანძო სიტყვები: ცირკადული რიტმი, IP3K/Akt/mTOR სასიგნალო გზა, კრეატინი
ანოტაცია:
ფიზიოლოგიური პროცესების დროში ორგანიზირება წარმოადგენს ბიოლოგიური სისტემის ფუნდამენტურ თვისებას, რომელიც დამახასიათებელია ყველა დონის ცოცხალი მატერიისათვის. ბიოლოგიური დროის სისტემების ჩამოყალიბება მიმდინარეობს განსაზღვრული გენეტიკური პროგრამით, რომლის დარღვევა ორგანიზმისათვის დამახასიათებელი უჯრედული ჰომეოსტაზის შეცვლას იწვევს. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რიტმულობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინათლისა და სიბნელის კანონზომიერი ცვლილება - ე.წ. ცირკადული რიტმი, რომლის დარღვევა ხშირ შემთხვევაში აისახება უჯრედის ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ცვლილებით, სტრესული პროცესების განვითარებით. ამ პროცესების შესწავლა და მისი პრევენცია სხვადასხვა ნაერთებით თანამედროვეობის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენი ყურადღება მიიქცია კრეტინმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკულ პროცესებში და ამავდროულად გააჩნია ნეირომოდულატორული თვისებები. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი ექსპერიმენტის მიზანს წარმოადგენდა შეგვეწავლა ხანგრძლივი ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში მიმდინარე სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის პირობებში ვირთაგვას ჰიპოკამპის უჯრედებში მიმდინარე ენერგეტიკული მეტაბოლიზმის მიმდინარეობის თავისებურება და მისი პრევენცია ორგანიზმში ეგზოგენურად შეყვანილი Cr-ის მონაწილეობით. ასევე დაგვედგინა ამ პროცესის მიმდინარეობის ზოგიერთი თავისებურება. ნანახია, რომ ბუნებრივი ცირკადული რიტმის ხანგრძლივი დარღვევის პირობებში ვირთაგვას ჰიპოკამპის უჯრედებში მიმდინარეობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში ჩართული მიტოქონდრიული ფერმენტების აქტივობის დაქვეითება,რომლის პარალელურად ადგილი აქვს გლიკოლიზური პროცესების გააქტიურებას,ასევე IP3K/Akt/mTOR-ის სასიგნალო გზის მიმდინარეობის ცვლილება, ხოლო ვირთაგვას ორგანიზმში 140მგ/კგ კრეატინის 30-დღიანი ყოველდღიური შეყვანა აუმჯობესებს ფსიქო-ემოციური სტრესის შედეგად გაუარესებულ როგორც ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, ასევე ზოგიერთ ბიოქიმიურ მაჩვენებელსაც.