ავტორიზაცია
გრავიტაციული ტალღები სარკული სამყაროდან
ავტორი: რევაზ ბერაძესაკვანძო სიტყვები: გრავიტაციული ტალღები, შავი ხვრელები, სარკული სამყარო
ანოტაცია:
პირველი ორი გაშვების შედეგად ლაზერულ ინტერფერომეტრულმა გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიამ (LIGO) დააფიქსირა ათი სიგნალი შავი ხვრელების შეჯახების მოვლენიდან და ერთი სიგნალი ორმაგი ნეიტრონული ვარსკვლავის სისტემიდან. რადგანაც შავი ხვრელების შეჯახებას არ ახლდა ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ჩვენ განვიხილავთ მათ არსებობას ფარულ სარკულ სამყაროში. სარკული მატერია ურთიერთქმედებს ჩვეულებრივ მატერიასთან მხოლოდ გრავიტაციის მეშვეობით, იგი არის ფარული მატერიის ერთ-ერთი კანდიდატი და მისი სიმკვრივე შეიძლება ხუთჯერ აჭარბებდეს ჩვეულებრივი მატერიის სიმკვრივეს. ითვლება, რომ სარკული სამყარო არის უფრო ცივი, ამიტომ ვარსკვლავების ფორმირება დაიწყო უფრო ადრე და სარკულ შავ ხვრელებს ჰქონდათ მეტი დრო, რომ აეკრიფათ მასა და შეექმნათ მეტი ორმაგი სისტემა LIGO-სათვის მიღწევად ზონაში. ჩვენ ვვარაუდობთ შავი ხვრელების შეჯახების სიხშირის დაახლოებით 15-ჯერ ზრდას სარკულ სამყაროში ჩვეულებრივთან შედარებით, რაც შესაბამისობაშია LIGO-ს დაკვირვებებთან.