ka | en
Company Slogan TODO

განახლებადი ენერგიის პოტენციალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის

ავტორი: თეა ერაძე
საკვანძო სიტყვები: განახლებადი ენერგია
ანოტაცია:

განახლებადი ენერგია და მისი სწორად ათვისება მეტად აქტიური საკითხია მსოფლიოში, მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ცდილობს შეამციროს სათბური აირების გამოფრქვევა. განახლებადი ენერგიის რესურსად ითვლება წყლის, მზის, ქარის ენერგია და ბიომასა. საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის დიდი პოტენციალი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელია. მსოფლიოს უამრავი ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად აითვისოს ბუნების მიერ ნაბოძები ენერგია, საქართველოც ცდილობს გამოიყენოს მსოფლიო გამოცდილება და მათ მაგალითზე განავითაროს ეს მიმართულება. ჩვენს ქვეყანაში ჰიდრო ენერგიის ათვისება მეოცე საუკუნეში დაიწყო. ქვეყნის ენერგეტიკით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული საქართველოს ჰიდროლოგიურ რესურსებზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციისას მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის სამშენებლო ტერიტორია და მისი შემოგარენი, სადაც იცვლება რელიეფი, მიკროკლიმატი, ფლორა, ფაუნა. ფაუნა მოწყვლად საკითხს წარმოადგენს ქარის ელექტროსადგურის ექსპლოატაციის დროსაც. განვითარებადი ქვეყნებისათვის მეტად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის სწორად გამოყენება. იგი მნიშვნელოვნად განავითარებს ეკონომიკას და შეამცირებს სათბური აირების გამოფრქვევას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com