ka | en
Company Slogan TODO

ღვინის ქიმია

ავტორი: ნინო გაგნიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ღვინო, ქიმია
ანოტაცია:

,,In vino veritas“ ლათინური ფრაზაა და ღვინის სიმართლეს ნიშნავს. მთელი ისტორიის მანძილზე მრავალ ცივილიზაციაში ვხვდებით მსგავს ფრაზებს, სადაც ღვინო არის მრავალფეროვანი, რელიგიური, კულტურული და სოციალური მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გამოცდილება დაახლოებით შვიდი მილიონი წლისაა, ამ სასმელის ყველა თვისება ჯერ კიდევ არაა სრულად გარკვეული, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერების სიმტკიცისა. ამ ყველაფერს ხსნის ღვინის სირთულე, რომელიც მის გემოსა და დაყენების ხელოვნებაში მდგომარეობს. ღვინო არის ასობით სხვადასხვა მოლეკულის ნაზავი ერთგვაროვანი სითხე, რომელიც მატებს ცხოვრებას ხიბლს. ამ მრავალფეროვანი ნაერთების არსებობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ვაზზე, ნიადაგზე, ამინდსა და წარმოების პროცესზე, ასევე რა პირობებში ინახება ბოთლი. განვიხილოთ ეს სასმელი ქიმიის თვალსაზრისით. სწორედ ღვინის ქიმიური მრავალფეროვნებითაა გამოწვეული , რომ მომხმარებელს აქვს ამ პროდუქტის ძალიან ბევრი განსხვავებული არჩევანი. ღვინის ქიმია შეისწავლის თუ რა განაპირობებს ასობით ათასი სხვადასხვა ღვინის კომპოზიციის არსებობას და მათ გნსხვავებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com