ka | en
Company Slogan TODO

დარიშხანშემცველი წარმოების ნარჩენები, როგორც მატერიალური რესურსი ახალი ნაერთების მისაღებად

ავტორი: მაია რუსია
თანაავტორები: იზოლდა დიდბარიძე
საკვანძო სიტყვები: დარიშხანი, წარმოების ნარჩენები
ანოტაცია:

ქიმიის მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი იაფი ნედლეულის ბაზის მოძიება და შექმნა. სპეციფიკური თვისებების კოორდინაციული ნაერთების მისაღებად დარიშ-ხანის წარმოების ნარჩენების გარდაქმნის შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენება, ნედლეულის მზარდი დეფიციტის პირობებში, ხელს შეუწყობს შესაბამისი ნაერთების არა მარტო ახალი, კომერციულად საინტერესო ფორ-მების შემუშავებას, არამედ გადაჭრის მნიშვნელოვან პრობლემას – დაიცავს გარემოს დარიშხან-შემცველი ნარჩენებით დაბინძურებისგან. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ეფექტური გზაა დარიშხანშემცველი სამრეწველო ნარჩენე¬ბიდან ახალი ბიოაქტიური კოორდინაციული ნაერთების მიღება. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ პოლიელემენტური კოორდინაციული ნაერთები მრავალ საინტერესო თვისებას ავლენენ, რაც მათი ფართო პრაქ-ტიკული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. უკანასკნელ წლებში ამ ტიპის ნაერთებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ისეთი კომპლექსნაერთები, რომლებიც აზოტსა და d-მეტალებთან ერთად შეიცავენ ტეტრათიოარსენატის ჯგუფებს. ჩვენი კვლევის მიზანია ზემოაღნიშნული წარმოების ნარჩენების გარ-დაქმნით მიღებული პროდუქტების (ტეტრათიოარსენატების) ბაზაზე ერთ-ერთ პერსპექტიულ და ხელმისაწვდომ აზოტშემცველ ლიგანდთან (პირიდინთან) ზოგიერთი d- და f-მეტალის კოორდინაციული ნაერთების მიღება და შესწავლა, რომლებსაც შესაძლოა მაღალი ბიოაქტიურობა აღმოაჩნდეთ. კვლევის მიზანს შეადგენდა, აგრეთვე, გამოსავალ ნედლეულად დარიშხანის შემცველი წარმოების ნარჩენების გამოყენება, მათგან პრაქტიკულად მნიშვნელოვანი არაორგანული და ორგანული პრეპარატების მიღება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com