ავტორიზაცია
გენომური მახასიათებლების შესწავლა ფილტვის კიბოს შემთხვევაში
ავტორი: ნანო მიქაიასაკვანძო სიტყვები: ფილტვის კიბო, გენეტიკა, ქართული პოპულაცია
ანოტაცია:
მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც მსოფლიოს დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს წელიწადში გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 2030 წლისთვის.ფილტვის კიბო რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეთა ჯგუფია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მამაკაცებში პროსტატის კიბოს შემდეგ, ქალებში კი ძუძუს კიბოს შემდეგ. კიბოს ყოველი ახალი შემთხვევიდან დაახლოებით 14%-ს ფილტვის კიბო წარმოადგენს (National Center for Health Statistics(NCHS)).მოცემული შრომის მიზანს წარმოადგენდა ფილტვის კიბოთი დაავადებულ ინდივიდებში გენომური პარამეტრების ცვალებადობის დადგენა და რიბოსომული ცისტრონების აქტივობის შესწავლა. ქრომოსომათა მუტაციების (აბერაციები, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია, ცენტრომეროს ნაადრევი დაცილება, ფრაგილური საიტები) დონის განსაზღვრა; აკროცენტრულ ქრომოსომათა სიხშირისა და რიბოსომული ცისტრონების ექსპრესიის შეფასება.ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, საკონტროლო მაჩვენებლებთან შედარებით სარწმუნოდ გაიზარდა ქრომოსომათა სტრუქტურული (აბერაციები, ფრაგილური საიტები) და რაოდენობრივი (ცნდ, ანეუპლოიდია, პოლიპლოიდია) დარღვევების სიხშირე. ამასთან მამრობითი სქესის პაციენტებში ანეუპლოიდური უჯრედების 58%-ში აღინიშნა Y ქრომოსომის დაკარგვა. ფილტვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით სარწმუნოდ გაიზარდა ცენტრომერული ფრაგილური საიტების სიხშირე, ხოლო მედიალური შემცირდა.