ka | en
Company Slogan TODO

ექსიტონური კომპლექსები ZnO/ZnMgO, CdSe/ZnS და CdSe/CdS შემონაფენიან ნანომავთულებში

ავტორი: ზაალ მაჭავარიანი
თანაავტორები: რომან კეზერაშვილი, თამარ ჭელიძე, ბაჩანა ბერაძე
საკვანძო სიტყვები: ტრიონი, ნანომავთული, ბიექსიტონი
ანოტაცია:

ეფექტური მასის მიახლოვებაში შესწავლილია ექსიტონები, ტრიონები და ბიექსიტონები შემონაფენიან ნანომავთულებში. ჩვენი მოდელის ფარგლებში ტრიონებისა და ბიექსიტონების ფორმირება ხდება როგორც განივი ჩამჭერი პოტენციალის ასევე ლოკალური პოტენციალის მოქმედებით. ტრიონებისა და ბიექსიტონების ბმის ენერგიისათვის ნაპოვნია ანალატიკური გამოსახულებები, რომლებიც ელექტრონებსა და ხვრელებს შორის არსებული ერთგანზომილებიანი ეფექტური კულონური პოტენციალების სათანადო მატრიცული ელემენტებით გამოისახება. ჩვენი გამოთვლებიდან ჩანს, რომ ZnO/ZnMgO, CdSe/ZnS და CdSe/CdS შემონაფენიან ნანომავთულებში ტრიონებისა და ბიექსიტონების ენერგიები ნანომავთულის ზომებზეა დამოკუდებული. ერთი და იგივე საწყისი პარამეტრებისათვის ბიექსიტონების ბმის ენერგია ასეთ ნანომავთულებში აღმოჩნდა მეტი ტრიონების ბმის ენერგიაზე. ასოციატიური იონიზაციის მექანიზმის ფარგლებში ახსნილია თუ როგორ შეიძლება ტრიონების ბმული მდგომარეობის ფორმირება. ბიექსიტონების ბმის ენერგიის ნანომავთულის ზომებზე დამოკიდებულების ანალიზიდან შემოთავზებულია ოპტოელექტრონიკაში პრაქტიკულად გამოყენებადი ნანომავთულების ზომები.


მიმაგრებული ფაილები:

Talk [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com