ka | en
Company Slogan TODO

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტრემალურად დაბალი სიხშირის გამოსხივების კვლევითი ქსელი (ELFTSU Net): პროექტის STEM საგანმანათლებლო მიდგომის ასპექტები

ავტორი: ლევი გეონჯიანი
თანაავტორები: თამარ პაატაშვილი
საკვანძო სიტყვები: STEM
ანოტაცია:

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტრემალურად დაბალი სიხშირის გამოსხივების კვლევითი ქსელის (ELFTSU Net) პროექტი ხორციელდება STEM საგანმანათლებლო მიდგომის გამოყენებით. STEM - Science Technology Engineering Mathematics წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის განვითარებასა და დანერგვას სცდილობენ წამყვან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მთელს მსოფლიოში. ის აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის ერთობლივ სისტემურ გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში. STEM სწავლების მიდგომა აპრობირებულ იქნა და ხორციელდება თსუ-ს ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული ელექტრონიკის სასწავლო კურსების მოდულში. ELFTSU Net პროექტი ამ მიდგომის გამოყენების მაგალითს წარმოადგენს. სამეცნიერო ამოცანაა ექსტრემალურად დაბალსიხშირიანი მიმღები სადგურების ქსელის შექმნა მიწისძვრების პროგნოზირების ამოცანისთვის. აქტუალური სამეცნიერო ამოცანის გარშემო ხდება მისი გადაჭრისთვის საჭირო კვლევითი ინსტრუმენტარის შექმნა ახალი ტექნოლოგიების ათვისებით, საინჟინრო გადაწყვეტილებების ძიებითა და ყველა ეტაპზე მათემატიკური გამოთვლებისა და მოდელირების გამოყენებით. STEM მიდგომის განხორციელებისას ჩვენ ვიყენებთ მიზანსწრაფული სისტემებისა და იდეალიზირებული პროექტირების კონცეფციებს. ELFTSU Net პროექტი ვითარდება როგორც საერთაშორისო სტუდენტური ინიციატივა. მასში მონაწილეობას, სწავლა-სწავლების მეთოდურ მიდგომებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას ვთავაზობთ საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ყველა დაინტერესებულ უნივერსიტეტს.


მიმაგრებული ფაილები:

Lev_Gheonjian_Geo.pdf [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com