ka | en
ავტორიზაცია
ენერგო სისტემის პროექტირება ELF TSU Net სადგურისთვის
ავტორი: პავლე წოწკოლაურისაკვანძო სიტყვები: ალტერნატიული ენერგია, მზის პანელი, ქარის გენერაპტრი, ავტონომიური კვების სისტემა
ანოტაცია:
მოხსენების მიზანია მსმენელს გააცნოს მზის პანელებისა და ქარის გენერატორისგან შემდგარი უნიფიცირებული კვების სისტემის პროექტი, რომლის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტრემალურად დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვლევითი სადგურის (ELF TSU Net) ენერგო მომარაგება საველე პირობებში. სისტემა იქმნება „იდეალიზირებული პროექტირების“ მიდგომით, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სისტემის ტექნიკური დავალება და მასზე მუშაობისას მიღებული თითოეული გადაწყვეტილების დასაბუთება. სისტემის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არის უნიფიცირებული მოდულური სტრუქტურა, რომლის გამოყენებაც შეიძლება სხვადასხვა სამეცნიერო და სამომხმარებლო მიზნებისთვის.
მიმაგრებული ფაილები:
Designing of Solar and Wind Power Supply System for ELF TSU Net Station [en]ენერგო სისტემის პროექტირება ELF TSU Net სადგურისთვის [ka]