ka | en
Company Slogan TODO

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტრემალურად დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვლევითი ქსელი: მიწისძვრის ტრიგერირბისა და სინქრონიზაციის კონცეფცია ქსელის ოპერირებისათვის

ავტორი: მარიამ ორაგველიძე
საკვანძო სიტყვები: თვითორგანიზებადი კრიტიკულობა; პარამეტრული მოდულაცია; კრიტიკული მდგომარეობის დაკვირვება
ანოტაცია:

წამოგიდგენთ ლაბორატორიულ მოდელს , რომელიც გვეხმარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსტრემალურად დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების კვლევითი ქსელის მეცნიერული კონცეფციის შემუშავებაში. ეს არის განვითარება პროექტისა, რომელის საშუალებითაც ვაკვირდებოდით მიწისძვრების წინამორბედებს კავკასიისა და ანატოლია-ირანის პლატოზე. დედამიწაზე მიმდინარე სეისმური პროცესების დავაკვირდებით შესაძლებელია ვივარაუდოდ, რომ მიწისძვრა მიეკუთვნება თვითორგანიზებადი კრიტიკულობის ფენომენს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, ვინაიდან იგი დედამიწის შინაგანი ძალებითაა განპირობებული. თუმცა, პროგნოზირება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი სისტემის ფიზიკური მახასიათებლების ევოლუციასა და კრიტიკულ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ადასტურებს არსებობას თვითორგანიზებადი კრიტიკულობის ისეთი ჯგუფისა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნისას ხასიათდება პარამეტრული მოდულაციით. ასეთი ჯგუფები შესაძლოა გამოკვლეულ იქნას ჩვენი ლაბორატორიულ მოდელის საშუალებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com