ავტორიზაცია
მაღალი სიხშირის რადიოსიხშირული გამაძლიერებლის მოდელირება LdmoST PD84008 (STMicroelectronics) ტრანზისტორზე და შემადგენელი ელემენტების პარაზიტული პარამეტრების გავლენა გაძლიერების კოეფიციენტზე.
ავტორი: ბადრი ხვიტიასაკვანძო სიტყვები: მაღალი სიხშირის გამაძლიერებელი, მოდელირება, პარაზიტული ელემენტები.
ანოტაცია:
: მაღალი სიხშირის რადიოსიხშირული გამაძლიერებლები ფართოდ დამოიყენება კავშირგაბმულობის სისტემებში. ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ელემენტებს საკონიმუკაციო სისტემის შექმნისას. მიმღებ ნაწილში აუცილებელია შემოსული სიგნალის გაძლიერება სასურველ მაღალ ამპლიტუდამდე მისი დეტექტირებისა თუ ციფრული გარდაქმნისათვის. სიგნალის გადამცემ ნაწილში კი საჭიროა ძლიერი სიგნალის მიღება, მისი შემდგომ დიდ მანძილზე გავრცელებისათვის საეთერო გზით ან კაბელით. ასეთი გამაძლიერებლების პროექტირებისას , განსაკუთრებით მძლავრ ტრანზისტორებზე, რომელთაც დიდი შიდა სტრუქტურული ტევადობები გააჩნიათ, ვაწყდებით პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია ამ ტევადობებთან გარე მიერთებების პარაზიტული ინდუქტივობების ურთიერთქმედებით და რეზონანსული მოვლენებით. მაღალ სიხშირეებზე სამუშაო სიხშირეების თანაზომადი ხდება კონდენსატორების , ინდუქტივობების და ბეჭდვითი დაფის საკუთარი რეზონანსები. ნაშრომში ნაჩვენებია თუ როგორ გავლენას ახდენს ეს პრობლემები გამაძლიერებლის მუშაობაზე, მოდელირების საშუალებით. მოყვანილია გამაძლიერებლის მაგალითი, LdmoST PD84008 ტრანზისტორზე.