ka | en
ავტორიზაცია
მაგნონური სპინური ზეებეკის ეფექტის თერმოდრეკადი გაძლიერება.
ავტორი: ზაზა ტოკლიკიშვილითანაავტორები: ლ.ჭოტორლიშვილი, ხ.გ. ვანგი, ჯ. ბერაკდარი
საკვანძო სიტყვები: სპინური ზეებეკის ეფექტი, დეფორმაციის ტენზორი
ანოტაცია:
არერთგვაროვანმა ტემპერატურის პროფილმა შეიძლება წარმოქმნას სუფთა სპინური დენი მაგნიტურ ნიმუშებში, როგორც ეს დამზერილია სპინურ ზეებეკის ეფექტში. დამატებით სითბურმა დეფორმაციებმა შეიძლება შეცვალოს სპინური დენი. ნაშრომში წარმოდგენილია მაგნონური სპინური ზეებეკის თეორია სითბურად აქტივირებულ მაგნიტოელასტიკური ეფექტების გათვალისწინებით. მიღებულია თერმულად აქტივირებული დეფორმაციის ტენზორის გამოსახულება. ეს შედეგები ჩვენ მივიღეთ სამგანზომილებიანი ნიმუშებისთვის და თხელი მაგნიტური ორგანზომილებიანი ფირებისათვის. თერმოელასტურმა დეფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს მაგნონურ სპექტრში ღრეჩოს შემცირება, რაც თავის მხრივ იწვევს მაგნონების რიცხვის გაზრდას, რომლებიც მომაწილეობენ სპინურ ზეებეკის ეფექტში.