ka | en
Company Slogan TODO

ჩვენი კვლევები ქირალურ გამოცნობასა და ენანტიომერების დაყოფაში 2018 წელს

ავტორი: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური, ენანტიომერი, ქრომატოგრაფია, ელექტროფორეზი
ანოტაცია:

ამ პრეზენტაციაში შეჯამებულია ჩვენი ის ორიგინალური გამოკვლევები, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა საერთაშორისო იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში ენანტიომერების დაყოფის და ქირალური გამოცნობის მექანიზმების დარგში მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის და კაპილარული ელექტროფორეზის გამოყენებით. პრეზენტაციაში შეტანილი არ არის მიმოხილვითი სტატიები და წიგნის თავები. გამოქვეყნებულ სტატიებში აღწერილია ენანტიომერების ძალიან მაღალი სელექტიურობით დაყოფის და დაყოფების თერმოდინამიკის კვლევის ასპექტები, დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზები, კვლევები წყალი-ორგანული ფაზის გამოყენებით, ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზის, მინარევების ანალიზების მეთოდიკის დამუშავება, ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის და პოლისაქარიდული ქირალური სელექტორით მომზადებული კოვალენტურად იმობილიზებული ფაზები და ენანტიომერების დაყოფა რამდენიმე წამის განმავლობაში. ქირალური კაპილარული ელექტროფორეზის სტატიები აღწერს კაპილარული ელექტროფორეზის და მას-სპექტრომეტრის შეუღლებას და ენანტიომერების დაყოფების მექანიზმებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com