ka | en
Company Slogan TODO

მესტიაჭალის აუზში მომხდარი გლაციალური ღვარცოფის მიზეზები და შედეგები

ავტორი: ანა ჩართოლანი
საკვანძო სიტყვები: მესტიაჭალა, გლაციალური ღვარცოფი
ანოტაცია:

მდინარე მესტიაჭალის აუზში 2019 წლის 25 ივლისს დაფიქსირდა სტიქიური პროცესი. მყინვარ მურყვამიდან ჩამოშლილმა კლდეზვავურმა მასამ დინამიკაში მოიყვანა მყინვარის ძირში მდებარე მორენული ნაწილი, რაც გადაიზარდა გლაციალურ ღვარცოფში. წარმოქმნილი მასა მდინარე მურყვამის ხეობის გავლით ჩაიღვარა მდ. მესტიაჭალის ხეობაში, დროებით გადაკეტა მდ. მესტიაჭალის კალაპოტი და წარმოქმნა ტბა, რომლის გარღვევასაც ადგილი ჰქონდა 2-ჯერ. წყალმოვარდნის ტალღის დონის სიმაღლემ 70-100 სმ-ით მოიმატა. სტიქიის გამომწვევი მიზეზებს შორის საყურადღებოა კლიმატის გლობალური ცვლილება, რომელიც სხვა ფაქტორებთან ერთად მყინვარული ენის სწრაფ დნობას განაპირობებს, შესაბამისად გამონთავისუფლებული მყინვარულ-მორენული და კლდოვანი მასა აკუმულირდება მყინვარის ენის ძირში და სტიქიური პროცესის განვითარების რისკს ზრდის. კვლევს შედეგები არა მარტო მეცნიერული არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც მეტად საინტერესოა, რადგან 21-ე საუკუნეში მსგავსი გეოდინამიკური პროცესები მეტად ხშირად იჩენს თავს მაღალმთიან რაიონებში, მათი ინტენსივობის დინამიკა კი მზარდია, რაც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ჩამოსულ ტურისტებს. აგრეთვე აზიანებს ინფრასტუქტურას და ქმნის მდგრადი განვითარების რისკებს. ეს პროცესები ხშირ შემთხვევაში ცვლის საცხოვრებელ გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობას უწევს მათთვის ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლა. მდინარე მესტიაჭალის ხეობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს განსახლების, ენერგო მდგრადობისა და ტურისტული საქმიანობისათვის მნიშვნელოვან ტერიტორიას.


მიმაგრებული ფაილები:

Causes and results of the disaster occurred in Mestiachala basin [en]
მესტიაჭალის აუზში მომხდარი გლაციალური ღვარცოფის მიზეზები და შედეგები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com