ka | en
Company Slogan TODO

მედიცინაში გამოყენებადი გამზომი ხელსაწყოს პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის შესახებ სკანირებადი მიკროკალორიმეტრის მაგალითზე

ავტორი: მანანა ხაჩიძე
თანაავტორები: მაია არჩუაძე, მაგდა ცინცაძე, დავით ხაჩიძე
საკვანძო სიტყვები: გამზომი ხელსაწყო, პროგრამული უზრუნველყოფ
ანოტაცია:

თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება დიაგნოსტიკაში უმეტესწილად აღჭურვილნი არიან კომპიუტერული სამართავი მოდულებით. ამ მოდულებს გააჩნია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა შემუშავება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს [1-3]. როგორც წესი ეს მოწყობილობები აერთიანებენ სხვადასხვა გამზომ ხელსაწყოებს, რომელთა ძირითადი ფუნქციონალი ეფუძნება კონკრეტული ანათვალის ამოღებას პაციენტის ან სადიაგნოსტიკო მასალიდან [4]. სკანირებადი მიკროკალორიმეტრი წარმოადგენს ხელსაწყოს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სისხლის შრატის დენატურაციის მრუდების მიღება. იმის გამო, რომ სისხლის პლაზმა/შრატის კალორიმეტრიულ მრუდზე დენატურაციის შედეგად ნათლად ჩანს სითბოშთანთქმის პიკები, რომლებიც შეესაბამებიან პლაზმა/შრატში შემავალი მთავარი ცილების დნობას, შესაძლებელია ამ მონაცემების გამოყენება სამედიცინო დიაგნოსტიკაში ონკოდაავადების დიაგნოსტირებისათვის [5-7]. სკანირებადი მიკროკალორიმეტრის სამედიცინო დიაგნოსტიკაში ფართო გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც მოახდენს კალორიმეტრის მართვას [8]: 1. ანათვალის აღების პროცესში ტემპერატურული და დროითი ბიჯების მართვა; 2. კალორიმეტრიდან მიღებული ანალოგური სიგნალის ციფრულ სგნალად გარდაქმნა; 3. მიღებული სიგნალის წარმოდგენა ნორმირებული მრუდის სახით; 4. კონკრეტული გაზომვის შესაბამისი ინფორმაციის შენახვა მონაცემთა ბაზაში; 5. კონკრეტული ანათვალის შედარება ცოდნის ბაზაში არსებულ მონაცემებთან სავარაუდო დიაგნოზის განსასაზვრად. პროგრამული უზრუნველყოფა მოიცავს ყველა ამ ფუნქციონალის შესაბამის მოდულებს. ცალკეული მოდულები შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც ავტონომიური პროგრამები მონაცემთა დინამიური ურთიერთგაცვლით და საიმედო შენახვით. 1. ISO 14971:2012. 2012. Medical devices - Application of risk management to medical devices. 2. IEC/TR 80002-1, 2009. Medical device software – Part 1: Guidance on the application of ISO 14971 to medical device software 3. European Commission. 2016. Summary list of titles and references harmonised standards under Directive 93/42/EEC for Medical devices. http://ec.europa.eu/growth/single-market/european-standards/harmonisedstandards/medical-devices/ 4. M. McHugh, F. McCaffery, and V. Casey, “Standalone software as an active medical device,” in Communications in Computer and Information Science, 2011, vol. 155 CCIS, no. 2011, pp. 97–107. 5. Monaselidze J, Lezhava T, Khachidze D, Gorgoshidze M, Kiladze M, Lomidze E, Tvauri G,Barbakadze SH, Kikaleishvili L, Ramishvili M, Nemsadze G. The possibilities of DSC in breast cancer study and diagnostics. International Scientific Conference on Physical Research Methods in Medicine. Proceedings I. Tbilisi: 2011. pp. 177-80. 6. Monaselidze J, Tevdoradze T, Zibzibadze M, Alibegashvili M, Ramishvili L, Gordeziani M, Kotrikadze N. The study of blood serum proteins in patients with mammary gland tumours. J Biol Phys Chem 2012; 19-22 7. Khachidze DG, Monaselidze JR. Independent denaturation of albumin and globulin in human blood serum. Biofizika 2000; 45: 325- 328 8. დ.ხაჩიძე, მ.ხაჩიძე, ნ.ხაჩიძე. სიმსივნურ დაავადებათა მიკროკალორიმეტრული დიაგნოსტიკის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის ლოგიკური სქემა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ა.ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის შრომათა კრებული # 17, 2013. გვ.185-190.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com