ka | en
Company Slogan TODO

ენანტიომერული ნარევების დაყოფის ტემპერატურული დამოკიდებულება დაფენილ და კოვალენტურად იმობილიზებულ პოლისაქარიდის ბაზაზე მომზადებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებზე მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: გიორგი კობიძე
თანაავტორები: ალუდა ჭელიძე, გიზო დოლიძე
საკვანძო სიტყვები: ენანტიომერების დაყოფა, პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზები, ტემპერატურის ეფექტი, ტერმოდინამიკური პარამეტრები, ენანტიომერების ელუირების რიგი.
ანოტაცია:

მოცემულ პრეზენტაციაში აღწერილია ჩვენი მცდელობა შევისწავლოთ ტემპერატურის როლი ენანტიომერული ნარევების დაყოფაში, პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებზე მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. განხილულია ისეთი იშვიათი შემთხვევები, როდესაც ტემპერატურის მომატებისას იზრდება ენანტიომერების შეკავების დრო და დაყოფის ფაქტორი, ასევე წარმოდგენილი არის ენანტიომერების ელუირების რიგის ცვლილების დამოკიდებულება ტემპერატურაზე რამდენიმე არილპროპიონის მჟავას ნაწარმისთვის. შედარებული გვაქვს ასევე დაფენილი და კოვალენტურად იმობილიზებული ქირალური სელექტორები შეკავების, ენანტიომერების დაყოფის და ენანტიომერების რიგის ცვლილების ტემპერატურაზე დამოკიდებულების მიხედვით. თერმოდინამიკური პარამეტრები გამოთვლილია ნივთიერების გადატანისთვის თხევადი ფაზიდან ქირალურ სტაციონარულ ფაზაზე, ხოლო ტემპერატურის ეფექტი ქირალურ სელექტორებზე გამოკვლეული არის დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრიის დახმარებით. როგორც დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრია, ასევე ქრომატოგრაფიული შესწავლა გვიჩვენებს, რომ პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებული სტაციონარული ფაზები განიცდიან სხვადასხვა სახის გარდაქმნებს ტემპერატურის მომატებისას, რომელიც არ წარმოადგენს თერმოდინამიკურად შექცევად პროცესს.


მიმაგრებული ფაილები:

The effect of temperature on separation of enantiomers with coated and covalently immobilized polysaccharide-based chiral stationary phases in high-performance liquid chromatography [en]
ენანტიომერული ნარევების დაყოფის ტემპერატურული დამოკიდებულება დაფენილ და კოვალენტურად იმობილიზებულ პოლისაქარიდის ბაზაზე მომზადებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებზე მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com