ka | en
Company Slogan TODO

რადონის კვლევა თბილისისა და ქართლის არტეზიული აუზების ბუნებრივ წყლებში

ავტორი: ლელა მწარიაშვილი
თანაავტორები: ერემია თულაშვილი, ნოდარ კეკელიძე, მანანა ჩხაიძე, ირინა ამბოკაძე
საკვანძო სიტყვები: რადონი, ბუნებრივი წყალი, თბილისის და ქართლის არტეზიული აუზი
ანოტაცია:

რადიოაქტივობა არ შექმნილა ადამიანის მიერ, ის წარმოადგენს გარემოს შემადგენელ ნაწილს, როგორიცაა დედამიწის ზედაპირი, ქანები, ატმოსფერო, ადამიანის სხეული, კვების პროდუქტები და ა.შ.. მოცემულ სამუშაოში მოყვანილია იმ კომპლექსური კვლევების შედეგების ნაწილი, რომელთა მიზანი იყო რადონის შემცველობის შესწავლა სასმელ წყალში. ზედაპირული წყლების კვლევისათვის შერჩეული იქნა ქ. თბილისის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე ქართლის და თბილისის არტეზიული აუზების ტერიტორიებზე მდებარე 44 საკონტროლო პუნქტი (ბულაჩაური, ბოდორნა, მცხეთა, მისაქციელი, ბეთანია, კოჯორი, ოქროყანა და ა.შ.). კვლევის პროცესში სულ აღებული და შესწავლილი იყო ზედაპირული წყლის 500-მდე ნიმუში. კვლევები განხორციელდა ალფა-სპექტრომეტრული მეთოდით (დეტექტორი RAD7 გამოყენებით). დადგინდა, რომ თბილისის არტეზიული აუზის ტერიტორიაზე ზედაპირულ წყლებში რადონის შემცველობა იცვლება საკმაოდ დიდ დიაპაზონში, კერძოდ: პირველი ტიპის წყაროს წყლებში (ნიმუშის აღება ხდებოდა უშუალოდ წყაროს ადგილმდებარეობის ზონაში) იცვლებოდა რამოდენიმე ერთეული Bq/L-დან (2.7 Bq/L) 100 Bq/L-მდე და მეტი (163 Bq/L), საშუალო მნიშვნელობით 72.3 Bq/L; მეორე ტიპის წყაროს წყლებში (ნიმუშის აღება ხდებოდა წყაროს ადგილმდებარეობის ზონიდან მოშორებით) იცვლებოდა 0.1 Bq/L - 35.8 Bq/L დიაპაზონში, საშუალო მნიშვნელობით 8.4 Bq/L; მდინარის წყალში ცვლილების დიაპაზონი შეადგენს 0.1 - 7.0 Bq/L, საშუალო მნიშვნელობით 2.2 Bq/L. ქართლის არტეზიული აუზის ტერიტორიაზე ზედაპირულ წყლებში რადონის შემცველობის დიაპაზონი შეადგენს: პირველი ტიპის წყაროს წყლებში 3.3 Bq/L - 16.6 Bq/L, საშუალო მნიშვნელობით 9.5 Bq/L; მეორე ტიპის წყაროს წყლებში 0.5 Bq/L - 10.3 Bq/L, საშუალო მნიშვნელობით 5.4 Bq/L; ჭის წყლებში – 1.1-11.4 Bq/L, საშუალო მნიშვნელობით 6.9 Bq/L; არტეზიულ წყლებში – 1.1-12.2 Bq/L, საშუალო მნიშვნელობით 5.7 Bq/L; მდინარის და წყალსაცავის წყლებში – 0.2-0.4 Bq/L. ნაჩვენებია, რომ ზედაპირულ წყლებში რადონის კონცენტრაციის სიდიდეების მიხედვით, გამოკვლეული საკონტროლო პუნქტების უმრავლესობა იმყოფება რადონის აქტივობის მნიშვნელობების ტიპიურზე მაღალი (3 – 10 Bq/L) ან მაღალი (10 – 30 Bq/L) შემცველობის ჯგუფებში. ამასთან თბილისის არტეზიულ აუზში წყაროს წყლებში რადონის კონცენტრაცია შესამჩნევად მაღალია, ვიდრე ქართლის არტეზიულ აუზში (მაგ. პირველი ტიპის წყაროს წყლისთვის 6-ზე მეტჯერ). ჩატარდა ანალიზი, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ორი არტეზიული აუზის კვლევის დროს მიღებული შედეგები შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ტერიტორიების გეოლოგიურ თავისებურებებთან. ჩატარდა მიღებული შედეგების შედარება ლიტერატურულ მონაცემებთან. სამუშაო შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული № PhDF2016_15 გრანტის ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

Research of radon content in natural waters in Tbilisi and Kartli artesian basins [en]
რადონის კვლევა თბილისისა და ქართლის არტეზიული აუზების ბუნებრივ წყლებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com