ka | en
Company Slogan TODO

კურსამთავრებულთა ბაზა

ავტორი: მიხეილ ალექსიძე
თანაავტორები: დავით იაკობიძე, ზურა ნოზაძე, გიგი ნიკოლაიშვილი
საკვანძო სიტყვები: თსუ, ბაკალავრიატი, პროექტის წანამძღვარი, რეფერატი
ანოტაცია:

TSU - CyberCompAlu, ესა იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი კიბერნეტიკის ფაკულტეტის და დღევანდელი კომპიუტერული მეცნიერების დეპატრამენტის კურსდამთავრებულთა საინფორმაციო სისტემა, web პორტალი. საინფორმაციო სისტემა გაამყარებს კურსდამთავრებულებისა და უნივერსიტეტის შორის ურთიერთობას, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ: მიიღონ უწყვეტი ინფორმაცია კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენში და ზოგადად უნივერსიტეტში მიდინარე სხვადასხვა პროცესების შესახებ; უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე, როგორიცაა: სასწავლო პროცესი, მრჩეველთა საბჭოში მონაწილება, კონსულტანტობა სხვადასხვა საკითხებში, ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, სპონსორული დახმარება და ა.შ. კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტს კი ექნება ინფორმაცია მათ კურსდამთავრებულთა შესახებ, მათი მიღწევები, ინტერესები, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ. რაც უზრუნველყოფს ფაკულტეტის განვითარებას, პრობლემების გადაჭრასა და კურსდამთავრებულებზე ზრუნვას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com