ავტორიზაცია
ზოგიერთი სიახლე ანდრია ბენაშვილის მოღვაწეობიდან: ახალი სარქივო მასალების კვალდაკვალ
ავტორი: დალი ნიკოლაიშვილისაკვანძო სიტყვები: ანდრია ბენაშვილი, ისტორიული გეოგრაფია, საქართველოს ფიზიკური ობსერვატორია, გეოგრაფიის ინსტიტუტი.
ანოტაცია:
ანდრია ბენაშვილის შესახებ არაერთგან დაიწერა და ითქვა, თუმცა მისი მოღვაწეობის შესახებ მაინც ბევრი რამ არ არის ცნობილი. საარქივო ფონდებში კი მრავალი რამ არის დავანებული, რაც ამ დიდი ადამიანის მიერ განვლილ გზას - სამეცნიეროს, ლიტერატურულს, სამხედრო თუ საზოგადოებრივს, უკეთ წარმოგვიჩენდა. ჩვენს მიერ მიკვლეული რიგი საარქივო დოკუმენტებიც ამის უტყუარი დასტურია. 1919 წლით დათარიღებული ერთი საარქვიო დოკუმენტის მიხედვით ივანე ჯავახიშვილმა შეადგინა „საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დროებითი დებულება“, თუმცა საარქივო ფონდებში მიკვლეული ახალი დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ დებულება ანდრია ბენაშვილსაც შეუდგენია. 1920 წელს საქართველოს დემოკრტიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო „კანონი საქართველოს ფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ“. თუ კანონის ტექსტს შევადარებთ ზემოთ დასახელებულ ორივე დოკუმენტს, დავრწმუნდებით, რომ ნორმატიული დოკუმენტის ტექსტი ეკუთვნის ანდრია ბენაშვილს. ანდრია ბენაშვილი, ივნე ჯავახიშვილთან ერთად, ჩართული იყო „განსაკუთრებულ ჯავის მაზრის დაწესებისა და ამ მაზრაში საერობო დაწესებულებათა შემოღების საკითხის გასარკვევად დაარსებულ საუწყებათათა შორისო კომისაში“, რომელსაც უნდა განეხილა ოსთა დელეგაციის მოთხოვნა ახალი ადმინისტრაციული ერთეულის - ჯავის მაზრის შექმნის თაობაზე. იმდენად დიდი იყო ამ ორი ადამიანის ავტორიტეტი, რომ კომისიამ, რომელსც ხელმძღვანელობდა გრიგოლ გველესიანი, გადაწყვიტა მთავრობის წინაშე მოხსენებ წარდეგინა სწორედ მათი მოსაზრებების საფუძველზე. არა რის გამორიცხული, რომ ამ საკითხის იმ დროს შეფერხება სწორედ მათი დამსახურება იყო. ანდრია ბენაშვილის იღვწოდა გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებისათვის. ცნობილია, რომ ამავე მიზნით იღვწოდა ალექსანდრე ჯავახიშვილიც, რომელმაც თავის მიზანს მიაღწია და რომლის უპირველესი მიზანი იყო ისეთი სამეცნიერო დაწესებულების შექმნა, სადაც განხორციელდებოდა ბუნებისა და მოსახლეობის სისტემური, კომპლექსური კვლევა. მისგან განსხვავებით, სხვა ხედვა ჰქონდა ანდრია ბენაშვილს. ჯერ ერთი, გეოგრაფიის ინსტიტუტს იგი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ მოიაზრებდა. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი - გეოგრაფიის ინსტიტუტის უპირველესი დანიშნულება უნდა ყოფილიყო საქართველოს მთელი ტერიტორიის კადასტრული აგეგმვა მსხვილ მასშტაბში და ქართულენოვანი ზოგადგეოგრაფიული რუკების გამოცემა.
მიმაგრებული ფაილები:
Some new data about Andria Benashvili’s work: after archive materials [en]ზოგიერთი სიახლე ანდრია ბენაშვილის მოღვაწეობიდან: ახალი სარქივო მასალების კვალდაკვალ [ka]