ავტორიზაცია
მიწის ზედაპირს ქვეშ ობიექტების დეტექტირება ელექტრომაგნიტური სენსორებით
ავტორი: დავით კაკულიათანაავტორები: დ.კაკულია, ლ. შოშიაშვილი, ა. ლომია, ი. შამათავა, გ.პოპოვი
საკვანძო სიტყვები: ელექტრომაგნიტური ინდუქცია, ინდუქცური დენები, პლასტიკური ნაღმები, დამხმარე გამომსხივებლების მეთოდი
ანოტაცია:
ბოლო წლებში აუფეთქებელი ჭურვები და მეტალური ნაღმების დეტექტირების და დისკრიმინირების ტექნოლოგიებმა, ელექტრომაგნიტური ინდუქციის გამოყენებით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. პრობლემური რჩება პლასტმასისა და ნაკლებად მეტალური ნაღმების აღმოჩენა. არამეტალური ნაღმების შემთხვევაში პრობლემის განხილვა უმჯობესია მოხდეს შემდეგი სახით: არამეტალური ნაღმის აღმოჩენის ნაცვლად, აღმოჩენილ იქნას სიცარიელეები ნიადაგში, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ნაღმის იყოს განთავსებული. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ნიადაგის ის არეები, სადაც ნაღმი არ არის. ასეთი ინფორმაცია მნიშვნელოვანია გამნაღმველისთვის. თუ, ნიადაგში სიცარიელე ნაღმის ფორმას იმეორებს, ნიადაგის ელექტრომაგნიტური პარამეტრების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი ელექტრომაგნიტური გამოძახილის დადგენა. და ობიექტის დისკრიმინირება. რეალურ პირობებში კი ასეთ დაშვებაზე დაყრდნობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ნიადაგში ნაღმს შეიძლება ცარიელი სივრცე აკრავდეს და დისკრიმინირება შეუძლებელი იქნება, მაგრამ შეიძლება შეფასდეს სიცარიელის ზომა და აღნიშნულ არეში ნაღმის პოტენციური არსებობა. ამ მიზნით მნიშვნელოვანია შემუშავდეს ახალი ტიპის ელექტრომაგნიტური სენსორი, რომელსაც მეტალური ნივთების დეტექტირებასთან ერთად შეეძლება ღრუ არეების აღმოჩენა ნიადაგში.
მიმაგრებული ფაილები:
Subsurface targets detection using EM sensors [en]მიწის ზედაპირს ქვეშ ობიექტების დეტექტირება ელექტრომაგნიტური სენსორებით [ka]