ავტორიზაცია
ბაქტერიოფაგები ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელი გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ
ავტორი: ლიკა ლეშკაშელიანოტაცია:
ანტიბიოტიკების უკონტროლო და ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია მსოფლიოში მიკრობთა რეზისტენტული ფორმების ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით გრამ-უარყოფით მიკროორგანიზმებში. ბეტა-ლაქტამაზების სინთეზი გრამ-უარყოფითი ბაქტერიების რეზისტენტობის ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ეს ფერმენტები ახდენენ ანტიბიოტიკის სტრუქტურაში შემავალი ატომური ბმების გახლეჩვას, რის შედეგადაც ანტიბიოტიკს ეკარგება ანტიბაქტერიული მოქმედების უნარი. ბეტა-ლაქტამაზა მაპროდუცირებელ ორგანიზმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პათოგენებია Acinetobacter baumanii და Klebsiella spp. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციაზე დაყრდნობით, საავადმყოფოს შიდა ინფექციების ძირითადი გამომწვევი ორივე პათოგენი შედის მრავლობით რეზისტენტული ბაქტერიების ჯგუფში - „ESKAPE“ (Enterococcus faecium, Staphylococcus aureus, Klebsiella pneumoniae, A.baumannii, Pseudomonas aeruginosa, Enterobacter) დღეისათვის აქტუალურია ალტერნატიული სამკურნალო საშუალების ძიება, ასეთად კი მოიაზრება ბაქტერიოფაგი, რომლის გამოყენებასაც თერაპიაში ხანგრძლივი ისტორია აქვს. აღნიშნული პათოგენების წინააღმდეგ გამოყოფილ იქნა ფაგები გარემოს ნიმუშებიდან. მიკროსკოპული კვლევით, ფაგები მიეკუთვნებიან, Myoviridae ოჯახს და ხასიათდებიან ლიზისური მოქმედების ფართო სპექტრით.