ka | en
Company Slogan TODO

ფუნგიციდების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა პოლისაქარიდული ქირალური სვეტების გამოყენებით

ავტორი: marina karchkhadze
თანაავტორები: ლალი ჭანკვეტაძე, ანტონინა მსხილაძე, ნინო კობახიძე, ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური ფუნგიციდები, ქირალური-პოლისაქარიდული სტაციონარული ფაზები, ენანტიომერების დაყოფა
ანოტაცია:

ფუნგიციდები პესტიციდების ჯგუფის ქიმიური პრეპარატებია. ეს პრეპარატები ანადგურებენ, ან აფერხებენ პათოგენური სოკოების სპორების განვითარებას, ასევე სპობენ ბაქტერიებს, რომლებიც წარმოადგენენ მცენარეთა სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ აგენტებს. თანამედროვე ფუნგიციდებისა და სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების კლასიფიკაცია ხდება დაავადების გამომწვევი ხასიათის, ქიმიური ბუნების, გამოყენების მეთოდების და ზოგჯერ წყალთან მათი სწრაფვის მიხედვით. ფუნგიციდების უმრავლესობა მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობის ქირალური ორგანული ნივთიერებებია. ქირალური ფუნგიციდების ენანტიომერები განსხვავებულად მოქმედებენ მცენარეზე, რაც განაპირობებს ქირალური ფუნგიციდების ენანტიომერების დაყოფის აუცილებლობას. სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ზოგიერთი ქირალური ფუნგიციდის ენანტიომერების დაყოფის შესწავლა სხვადასხვა პოლისაქარიდული ქირალური სვეტის და პოლარულ-ორგანული და შებრუნებული მოძრავი ფაზის გამოყენებით. შესწავლილია 10 ქირალური ფუნგიციდის ენანტიომერების დაყოფა 4 ცელულოზურ და 2 ამილოზურ ქირალურ სელექტორზე პოლარულ-ორგანული და წყალი-ორგანული ელუენტის ფაზების გამოყენებით. დადგენილი იქნა ენანტიომერების დაყოფაზე პოლისაქარიდული ქირალური სელექტორის სტრუქტურის და მოძრავი ფაზის შედგენილობის გავლენა. ენანტიომერების დაყოფაზე არსებით გავლენას ახდენს ქირალური სელექტორის სტრუქტურა, კერძოდ, როგორც მთავარი მაკროჯაჭვის აღნაგობა, ასევე არომატულ ბირთვში არსებული ჩამნაცვლებლების ბუნება და განლაგება. მაგ, პენკონაზოლი იყოფა Cellulose-1 სვეტზე და არ იყოფა Amylose-1 სვეტზე, მაშინ როდესაც ორივე სელექტორის ბენზოლის ბირთვი შეიცავს ერთნაირ ჩამნაცვლებლებს ერთსა და იგივე პოზიციაში. პენკონაზოლი იყოფა მეთანოლში Cellulose-2 სვეტზე და არ იყოფა Cellulose-4 სვეტზე, თუმცა ორივე სელექტორის ბენზოლის ბირთვი შეიცავს ერთნაირ ჩამაცვლებლებს, მხოლოდ სხვადასვა პოზიციაში. აღსანიშნავია, რომ Amylose -2 სვეტზე არ მოხდა არც ერთი პრეპარატის ენანტიომერების დაყოფა. მოძრავ ფაზაში 0,1% დიეთილამინის და 5% წყლის დამატებამ გამოიწვია დაყოფის გაუარესება ტრიადიმეფონის შემთხვევაში Cellulose-1, Cellulose-2 და Cellulose-4 სვეტებზე. ელუირების რიგი იცვლება სტაციონარული ფაზის ბუნების ცვლილებით. ფენბუკონაზოლის ელუირების რიგი შებრუნებულია Cellulose-1 და Cellulose-3 სვეტებზე, ხოლო პენკონაზოლის Cellulose-1 და Cellulose-2 სვეტებზე ყველა ფაზაში.


მიმაგრებული ფაილები:

ქიმიის დეპარტამენტის 2018 წლის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ანგარიში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com