ka | en
Company Slogan TODO

მდ.დურუჯის ღვარცოფული პროცესების მიზეზები და ღვარცოფული ჩამონატანის პეტროგრაფიული დახასიათება

ავტორი: დავით ცუცქირიძე
საკვანძო სიტყვები: დურუჯი, ქვიშაქვა, თიხაფიქალი, ღვარცოფი
ანოტაცია:

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ლანდშა¬ფტ¬ურ-გეომორფოლოგიური ზონებიდან, ძლიერ საშიში ღვარცოფული პროცესების გამოვლინების თვალსაზრისით გამოირჩევა მდინარე დურჯის ხეობა; ხეობაში განვითარებული ღვარცოფული მოვლენები მოსახლეობისათვის ხშირად დიდი ტრაგედიის მომტანია; პირველი ძლიერ დამანგრეველი ღვარცოფი 1932 წელს დაფიქსირდა; შემდგომში ღვარცოფი პერიოდულად განმეორდა: 1889,1904, 1949, 1990, 2002 წლებში; 1940 წ ღვარცოფების კერების ფორმირება ხდება ლის ღვარცომა დიდი მატერიალური ზარალისა და ადამიანური რესურსების განადგურება გამოიწვია; 1949 წლის ღვარცოფმა ყაზარმაში მცხოვრები ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო-საავიაციო ნაწილის 56 ადამიანის სიცოცხე იმსხვერპლა, მათგან 54 პილოტი იყო.მდ, დურუჯის შენაკადების სათავეებში ალპურ და ნივალურ-გლაციალურ ზონაში, რთული ტექტონიკური აშლილობის პირობებში; დურუჯის ღვარცო¬ფული კერების ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის ხელშემწყობ პირობებს ქმნიან: - რეგიონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილე ლითოლოგიურად არაერთგვაროვანი და ტექტონიკური პროცესებით ძლიერ დისლოცირებული ქვედა /პლინსბახურ-ტოარსული/ და შუა იურული /აალენური/ ასაკის თიხაფიქლები და ქვიშაქვები; - აგრესიული გამოფიტვითი აგენტები: თავსხმა წვიმები, მყინვარებისა და თოვლის დნობის წყლები, მიწისქვეშა წყლები, კლიმატის ანომალური ცვალებადობა - ციცაბოდ დახრილი რელიეფი და ინტენსიურად დანაწევრებული მდინარეთა ხეობები ჩვენს მიერ, დურუჯის ღვარცოფული ჩამონატანიდან და ძირითად გაშიშვლებებიდან აღებუ¬ლი ნიმუშები შესწავლილი იქნა თანამედროვე OMAX-ის ტიპის პოლარიზაციული მიკროს¬კოპის დახმარებით; ქანების თხელ ანათალში დეტალური პეტროგრაფიული შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ღვარცოფულ ჩამონატანის ქანები ძირითადად ალევრიტიანი თიხაფიქლებით და სხვადასხვა მარცვლოვნების მქონე არკოზული პოლიმიქტური ქვიშა¬ქვებით არის წარმოდგენილი; ღვარცოფულ ჩამონატანი მაგმური ქანის ნატეხებს არ შეიცავს.


მიმაგრებული ფაილები:

მდ.დურუჯის ღვარცოფული პროცესების მიზეზები და ღვარცოფული ჩამონატანის პეტროგრაფიული დახასიათება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com