ka | en
Company Slogan TODO

In vitro კულტურების მნიშვნელობა კრიოპრეზერვაციის სტრატეგიების შემუშავებაში

ავტორი: Mariam Gaidamashvili
თანაავტორები: ეკა ხურციძე
საკვანძო სიტყვები: ინ ვიტრო, ექსპლანტი, კრიოპრეზერვაცია, ხელოვნური თესლი.
ანოტაცია:

მცენარეთა ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია წარმოადგენს თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მსოფლიოში მოსახლეობის პროგრესული ზრდის გათვალისწინებით. კრიოპრეზერვაცია in vitro კონსერვაციის ერთ-ერთი სახეა. იგი განიხილება როგორც ტრადიციული კონსერვაციის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონენტი, რომელიც გარანტირებულად ახორციელებს მცენარეული გენეტიკური რესურსების დაკარგვის პრევენციას. ულტრა დაბალ ტემპერატურაზე თხევად აზოტში გაყინვით პრეზერვაცია წარმოადგენს ერთადერთ ტექნიკას, რომელიც გარანტირებულად იძლევა სახეობათა უსაფრთხო შენახვის შესაძლებლობას ყოველგვარი ცვლილების გარეშე თეორიულად ულიმიტო დროის განმავლობაში. აღნიშნული სამუშაოს მიზანია კრიოპრეზერვაციის ეფექტური პროცედურების შემუშავება საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი საქართველოს ზოგიერთი მერქნიანი მცენარის გრძელვადიანი კონსერვაციისათვის. სამუშაოში განხილულია ხემცენარეების კრიოპრეზერვაციაში ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ექსპლანტების: in vitro კენწრული ყლორტების და ზიგოტური ემბრიონული ღერძების მიღების გზები და მათი კრიოპრეზერვაციისთვის მომზადების პირობები დეჰიდრატაციის, ვიტრიფიკაციის და ინკაფსულირების გზით. მიღებული შედეგები უზრუნველყოფს ალტერნატიული და ეფექტური მეთოდების გენერაციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com