ავტორიზაცია
ბელემნიტიდების ეკოლოგიის ზოგიერთი საკითხი
ავტორი: შალვა კელეპტრიშვილისაკვანძო სიტყვები: ბელემნიტიდები, როსტრუმი, ფრაგმოკონი
ანოტაცია:
ბელემნიტების ეკოლოგიის შესწავლას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისინი თავფეხიანი მოლუსკების მთლიანად ამომწყდარი ჯგუფია. ამიტომ, როსტრის ფუნქციური მნიშვნელობის, მისი ბიოლოგიის განსაზღვრისა და ბელემნიტების პალეოეკოლოგიის სხვა საკითხების გადაწყვეტისას გამოვდივართ როსტრისა და ფრაგმოკონის აგებულების თავისებურებების, განამარხების პირობების ანალიზის, სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილისშემდგომი დაზიანებების ირიბი მონაცემებიდან. სხვადასხვა მკვლევარები როსტრს განსხვავებულ ფუნქციას ანიჭებდენენ: 1. ორგანიზმის გაწონასწორება ან მონაწილეობა მის გაწონასწორებაში; 2. დარტყმებისა და ბიძგებისგან დაცვა; 3. იარაღი, რომელიც ეხმარებოდა წყლის ტალღების გაკვეთაში; 4. ფრაგმოკონის ამომგდები ძალის კომპენსაცია, რათა ცხოველს მიანიჭოს ჰორიზონტალური მდგომარეობა ცურვისას; 5. შლამიან ფსკერზე მიმაგრება; 6. თავდასხმის იარაღი; 7. ფრაგმოკონის დაცვა დაზიანებებისგან სავარაუდო შეჯახების დროს; 8. საყრდენი და ფარფლების მიმაგრების ადგილი; 9. გრუნტის თხრა. ჩვენს მიერ შესწავლილი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მრავალფეროვანი მოტეხილობები მოწმობს იმას, რომ როსტრი იყო მაგარი. ბელემნიტები რეცენტულ კალმარებთან ანალოგიით შეიძლება ჩავთვალოთ თავისუფლად მცურავ, ძლიერ და ძალიან მოძრავ მტაცებლებად. ამ აზრის დადასტურებად შეიძლება ჩავთვალოთ სხეულის წაგრძელებული, ტორპედოს მაგვარი ფორმა, ხელის აპარატის აღჭურვა საცეცებით, სამელნე პარკის არსებობა.
მიმაგრებული ფაილები:
Some issues of Belemnitids ecology [en]ბელემნიტიდების ეკოლოგიის ზოგიერთი საკითხი [ka]