ავტორიზაცია
იდეების მართვის ინტელექტუალურ სისტემა „გეოიდეამეტრიკაში“ გამოყენებული შეფასებათა მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული მეთოდი
ავტორი: ჯულიეტა გაგლოშვილისაკვანძო სიტყვები: “გეოიდეამეტრიკა“, იდეების მართვის ინტელექტუალური სისტემა, შეფასებათა მრავალკრიტეტიუმიანი ექსპერტული მეთოდი.
ანოტაცია:
ეფექტური იდეების პორტფელის ფორმირების მიზნით შემოთავაზებულია ინოვაციური იდეების შეფასების, რანჟირების და ამორჩევის გარკვეული მექანიზმი, კერძოდ ღია ინოვაციური პროცესის საწყისი სტადიის (იდეების გენერირების სტადია) შედეგების ოპტიმიზაციის მიზნით დასმულია იდეების სკრინინგის (ამორჩევის) და შემდეგ მათი რანჟირების ამოცანები. დასმული ამოცანების გადასაწყვეტად გამოყენებულია შეფასებათა მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული მეთოდები არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის პრინციპებზე დაყრდნობით. მრავალი კრიტერიუმი გულისხმობს შეფასების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების არსებობას, ხოლო არამკაფიო რიცხვების თვისებების გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება აღნიშნული სახის მაჩვენებლების ერთდროულად გამოყენება. რეალიზებულია ექსპერტული მეთოდის ყველა ეტაპი, კერძოდ: ფორმირებულია შეფასების ხარისხობრივი მაჩვენებლები; რაოდენობრივი მაჩვენებლების არსებობის შემთხვევაში გამოყენებულია სპეციალური მიდგომა; დადგენილია შეფასების არამკაფიო სკალა; გამოთვლილია ექსპერტთა შეთანხმების დონე კონკორდაციის კოეფიციენტი; ითვლება მაჩვენებლების წონები და მათი გამოყენებით ინტეგრალური არამკაფიო შეფასება ყოველი იდეისთვის; ჩანგის მეთოდით არამკაფიო მაჩვენებლები დაიყვანება მკაფიო (ნამდვილ) რიცხებამდე, რის შემდეგაც ხდება ამორჩეული იდეების რანჟირება. ალტერნატივების შეფასებისა და რანჟირების ამოცანებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირი/მართვის ჯგუფი, ასევე ექსპერტთა გამოცდილება, ცოდნა და ინტუიცია. სისტემაში დასმული ამოცანების გადაწყვეტის დროს ექსპერტები ალტერნატივების შეფასებას ახდენენ ვერბალური მნიშვნელობების გამოიყენებით, ამით მცირდება შეცდომის დაშვების ალბათობა.
მიმაგრებული ფაილები:
The Multi-Criteria Assessment Expert Method used in the Ideas Management Intellectual System “GeoIdeametrik” [en]იდეების მართვის ინტელექტუალურ სისტემა „გეოიდეამეტრიკაში“ გამოყენებული შეფასებათა მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული მეთოდი [ka]