ka | en
ავტორიზაცია
ზოგიერთი კლასის სასრული ავტომატების ქცევის შესახებ ფაზი გარემოში
ავტორი: ტარიელი ხვედელიძესაკვანძო სიტყვები: ავტომატის ქცევა, ფაზი გარემო, დამსწავლი ავტომატი, მარკოვის განზოგადოებული ჯაჭვი.
ანოტაცია:
განიხილება წრფივი ტაქტიკისა და "ღრმა" ავტომატების ქცევა ფაზი გარემოში, რომელიც აჯილდოებს ან აჯარიმებს ავტომატს მიკუთვნების ფუნქციის რაიმე ფიქსირებული მნიშვნელობებით, რომლებიც არ არიან დროზე დამოკიდებულები. მარკოვის განზოგადოებული ჯაჭვების თვისებების გამოყენებით ნაჩვენებია, რომ განსახილველი კლასის ავტომატები ექვემდებარებიან დასწავლას და ძირითადად იმ მოქმედებას ასრულებენ, რომლისთვისაც ჯარიმის მიკუთვნების ფუნქციის მნიშვნელობა მინიმალურია, ხოლო ამ ფუნქციებზე დამატებითი პირობების გათვალისწინებით წრფივი ტაქტიკის ავტომატების ქცევა ფაზი გარემოში ასიმპტოტურად ოპტიმალურია.
მიმაგრებული ფაილები:
ზოგიერთი კლასის სასრული ავტომატების ქცევის შესახებ ფაზი გარემოში [ka]On the behavior of certain classes of finite automata in a fuzzy environment [en]