ka | en
Company Slogan TODO

ექსტრაორდინალური თავისებურებები უხერხემლოთა ცხოველებში ტარდიგრადას -Tardigrade spp. (ტიპი: Tardigrada) მაგალითზე

ავტორი: მაია ჩუბინიძე
საკვანძო სიტყვები: ტარდიგრადა, ექსტრემოფილი ცხოველი, კრიპტობიოზური მდგომარეობა
ანოტაცია:

ტარდიგრადები ჰიდროფილი, მიკროსკოპული ზომის უხერხემლო ცხოველებია, გაერთიანებულია ტიპ Tarddigrada-ში. ისინი უფრო ხშირად მოიხსენიებიან ,,წყლის დათვები“-ს სახელწოდებით. ტარდიგრადები პირველად 1773 წელს გერმანელმა ზოოლოგმა გაუზემ აღმოაჩინა. ამჟამად ცნობილია 1200 მეტი სახეობა (Vicente and Bertolani 2013). წყლის დათვები ცილინდრული ფორმის უსერხემლო ცხოველებია, სხეულის სიგრძე 2.5 მმ აღწევს. ტარდიგრადები კოსმოპოლიტური სახეოებებია, გვხვდებიან თითქმის მთელს დედამიწაზე - ხმლეთის, ზღვისა და მტკნარ წყლების განსხვავებული ტიპის ჰაბიტატებში (Nelson, 2002). სახეობათა უმრავლესობა ხმელეთის ეკოსისტემაში ბინადრობს. ძირითადად ვხვდებით ხავსებზე, ლიქენებზე, ხის ქერქში, ნეშომპალასა და ნიადაგში. დღემდე მეცნიერების დიდ ინტერესს წარმოადგენს მათი ევოლუციური ხაზის კუთვნილება. ტარდიგრადების ევოლუციური ისტორიის, მორფოლოგიური და გენეტიკური შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ მათი ყველაზე ახლო მონათესავე ტიპი ფეხსახსრიანები და ნემატოდებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტარდიგრადები ექსტრემოფილი ორგანიზმებია. მათ უნარი შესწევთ გაუძლონ ისეთ ექსტრემალურ გარემოს, რომელიც ძალიან სწრაფად გაანადგურებდა ყველა სხვა მრავლაუჯრედიან ორგანიზმს. ასეთი ექსტრემალური გარემო პირობებია: რადიაცია, წნევა (როგორც მაღალი, ისე დაბალი მაჩვენებლებით), ჟანგბადის გაიშვიათება, დეჰიდრატაცია, დაბალი ტემპერატურა და ა.შ. მაგალითისათვის, ტარდიგრადებს შეუძლიათ რამდენიმე წუთი იარსებონ +1510C, 30 წელი კი მინუს 200C, რამდენიმე წელი გაუძლონ -2000C და რვა საათი კი -2720C. ტარდიგრადები იტანენ ვაკუუმის ექსტრემალურად დაბალ წნევას კოსმოსში და მზის რადიაციას 10 დღის განმავლობაში. ზოგიერთი სახეობა უძლებს 6.000 ატმოსფერულ წნევას. მკველვარები დღემდე იკვლევენ ტარდიგრადების მსგავსი გამძლეობის შესაძლებლობებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტარდიგრადების უძველესი ნამარხი მასალები დათარიღებულია დაახლოებით 500 მილიონი წლით. სათანადო ექსტრაპოლაციით ტარდიგრადებს შეეძლოთ გადარჩენა პირველყოფილ დედამიწაზე - სრულიად განსხვავებულ ეკოლოგიურ გარემოში. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თუ დედამიწის სიცოცხლეს კოსმოსიდან ან მიწიერი მიზეზებით გლობალური საფრთხე დაემუქრება, მრავალუჯრედიანთა დონეზე ერთ-ერთი პირველები ისინი გადარჩებიან. ექსტრემოფილი სახეობები მხოლოდ ხმელეთზე მცხოვრები ტარდიგრადებია. ზღვის და მტკნარი წყლის ტარდიგრადებს ეს მახასიათებლები არ გააჩნიათ, ვინადან მათი საბინადრო გარემო ხმელეთთან შედარებით სტაბილურია. როგორც ჩანს, 500-600 მილიონი წლის წინათ ხმელეთის ორგანიზმებსათვის აუცილებელი იყო შესაბამისი ადაპტაცია ექსტრემალურ გარემოსთან გარემო პირობების ცვლილების დროს და ეს ადაპტაცია სელექციურად მნიშვნელოვანი იყო. ტარდიგრადას ზოგიერთ სახეობას არახელსაყრელ გარემო პირობებში შეუძლია გადავიდეს ლატენტურ -კრიპტობიოზურ მდგომარეობაში (Kinchin, 2008). კვების ტიპის მიხედვით არიან ფიტოფაგები, მიკოფაგები, დეტრიტოფაგები, კარნივორები და კანიბალები.


მიმაგრებული ფაილები:

The striking peculiarities in the invertebrate animals on the example of Tardigrade spp. (phylum: Tardigrada) [en]
ექსტრაორდინალური თავისებურებები უხერხემლოთა ცხოველებში ტარდიგრადას -Tardigrade spp. (ტიპი: Tardigrada) მაგალითზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com