ka | en
Company Slogan TODO

ჯავახეთის ზეგნის ვულკანური რელიეფის ფორმირების ძირითადი ფაქტორები

ავტორი: მარიამ ახალკაციშვილი
თანაავტორები: ბეჟან თუთბერიძე
საკვანძო სიტყვები: ჯავახეთის ზეგანი, ვულკანიზმი, რელიეფი, ენდოგენური, ეგზოგენური
ანოტაცია:

ჯავახეთის ზეგნის რელიეფი ენდოგენური და ეგზოგენური რელიეფწარმომშობი პროცესების შედეგია. ენდოგენური რელიეფწარმომშობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ვულკანიზმი (ძირითადად) და ტექტონიკა. რელიეფგარდამქმნელი ფაქტორებიდან წამყვანი როლი ეროზიულ-დენუდაციურ და გრავიტაციულ პროცესებს ეკუთვნის, ნაკლებია გლაციალური პროცესების როლი. ჯავახეთის ზეგნის ვულკანური რელიეფის თანამედროვე სახით ჩამოყალიბება გვიანმიოცენიდან იწყება. რელიეფის განვითარების ისტორიაში სამი ეტაპი გამოიყოფა გვიანმიოცენურ-ადრეპლიოცენური, გვიანპლიოცენ-ადრეპლეისტოცენური და გვიანპლეისტოცენური. თითოეული მათგანი – ტექტონიკურ მოძრაობების, ვულკანიზმის განვითარების და ეგზოგენური რელიეფწარმომშობი პროცესების ინდივიდუალობით ხასიათდება.


მიმაგრებული ფაილები:

ჯავახეთის ზეგნის ვულკანური რელიეფის ფორმირების ძირითადი ფაქტორები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com