ka | en
Company Slogan TODO

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის, აქტიური სტრუქტურების 2 და 3 განზომილებიანი სტრუქტურული მოდელები - კუმისი-თელეთის ტერიტორია

ავტორი: ალექსანდრე გვენცაძე
თანაავტორები: ვიქტორ ალანია, ონისე ენუქიძე, ნინო ყვავაძე
საკვანძო სიტყვები: სტრუქტურული სოლი, ნაოჭა-შეცოცებითი სარტყელი, ზურგის შეცოცების ზონა
ანოტაცია:

აჭარა-თრიალეთი ნაოჭა-შეცოცებითი სარტყელი მდებარეობს მცირე კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილში და დაკავშირებულია არაბეთ-ევრაზიის ფილაქნების კონვერგენციასთან. აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის სქელ-ზეწრული სტრუქტურების ფორმირება განაპირობა ფუნდამენტის სოლის მოძრაობამ საფარის ქვეშ ჩრდილოეთის მიმართულებით. აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყელის ფარგლებში გამოიყოფა (სამხრეთიდან ჩრდილოეთი მიმართულებით) შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: სამხრეთ-ვერგენტული ზურგის შეცოცებების ზონა, ჩრდილო-ვერგენტული წინა შეცოცების ზონა და სამკუთხა ზონა. საკვლევი ობიექტია თელეთი-კუმისის ტერიტორია - აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ზურგის შეცოცებების ზონა. ტერიტორიის ზედაპირი ძირითადად აგებილია ცარცული, პალეოგენური, ნეოგენური და მეოთხეული ვულკანური ქანები. ჩვენი ინტერპრეტაცია ეფუძნება 2-D სეისმური პროფილებს, რამდენიმე ნავთობის ჭაბურღილის და ზედაპირული გეოლოგიური მონაცემებს, რათა გამოავლინოს საკვლევი ტერიტორიის სტრუქტურული თავისებურებები. სეისმური პროფილების დამუშავება-ინტერპრეტაციამ საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში გამოავლინა სტრუქტურული სოლი და სამხრეთ-ვერგენტული ზურგის შეცოცებების ზონა. ზურგის შეცოცების ზონა წარმოდგენილია რღვევა- გავრცელებადი ნაოჭებით. ინტერპრეტირებული 2-D სეისმური პროფილები, სტრუქტურული გეოლოგიური ჭრილები და მიწისძვრების მონაცემები ასაბუთებს აქტიური ფარული სოლის არსებობას ზურგის შეცოცების ზონის ქვეშ. სამხრეთ- ვერგენტული ზურგის შეცოცებების ზონის კინემატიკური ევოლუცია დაკავშირებულია სტრუქტურული სოლის ჩრდილო მიმართულებით გადაადგილებასთან. 2-3D სტრუქტურული მოდელები აჩვენებს, რომ კუმისის და თელეთის მიწისძვრები ჩრდილო- ვერგენტულ ფარულ სოლს უკავშირდება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com