ka | en
Company Slogan TODO

გეოინფორმატიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენება სტაციონარული კვლევების შედეგების დამუშავებაში

ავტორი: ნელი ჯამასპაშვილი
თანაავტორები: ნ.ნ. ბერუჩაშვილი, ლ. ბერუჩაშვილი
საკვანძო სიტყვები: ლანდშაფტური, ეკოლოგიური, გამოკვლევები, გეოინფორმატიკა
ანოტაცია:

ლანდშაფტურ-ეკოლოგიური მიდგომისა და კვლევის მნიშვნელობა განუსაზღვრელად დიდია მეცნიერებისა და პრაქტიკისათვის. მეცნიერული თვალსაზრისით იგი არაერთი დისციპლინის კოორდინაციის წინაპირობაა, ხოლო პრაქტიკისათვის სამეურნეო ღონოსძიებათა კომპლექსური ანალიზისა და დაგეგმარების საფუძველი. სწორედ ამიტომ, ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გამოკვლევები იკიდებს ფეხს იმ რეგიონული ან საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, რომლებიც უშუალო კავშირშია ბუნებრივი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან. ლანდშაფტურ-ეკოლოგიური კვლევა რამდენიმე ეტაპად უნდა განხორციელდეს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია: ზოგადგეოგრაფიული, ლანდშაფტური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური ანალიზი და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური სინთეზი. ტერიტორიების ბადის შექმნისათვის შესაძლებელი გზების განსაზღვრისათვის ძალზე ეფექტურ ინსტიტუტს წარმოადგენს ტერიტორიის გის-ანალიზი. იგი თავისთავში მოიცავს არსებული მონაცემების ბანკის ანალიზს და გეოინფორმაციულ სისტემებს ტერიტორიის მნიშვნელოვანის თვალსაზრისის გამოვლენისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

Use modern achievements in geoinformatics processing of the results of stationary surveys [en]
გეოინფორმატიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენება სტაციონარული კვლევების შედეგების დამუშავებაში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com