ავტორიზაცია
უჩვეულო მაგნეტიზმი ნახევარგამტარულ ორგანზომილებიან მოლიბდენის დიქალკოგენიდებში
ავტორი: ალექსანდრე შენგელაიათანაავტორები: ზურაბ გუგუჩია
ანოტაცია:
გარდამავალ ლითონთა დიქალკოგენიდები საინტერესოა ორგანზომილებიანი (2D) მასალების ფუნდამენტური ფიზიკის გასაგებად, ისევე როგორც მათი ახალ ტექნოლოგიებში, მაგალითად სპინტრონიკაში, გამოყენებისათვის. ჩვენ მიუონის სპინის ბრუნვის (mSR), სკანირებული ტუნელური მისკროსკოპიის(STM) და სიმკვრივის ფუნქციონალის თეორიის (DFT) საშუალებით ვაჩვენეთ, რომ არსებობს შორი მაგნიტური წესრიგი TM = 40 და 100 K ტემპერატურებზე დაბლა 2H-MoTe2 და 2H-MoSe2 ნახევარგამტარულ მასალებში. DFT გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ეს მაგნეტიზმი გამოწვეულია კრისტალში არსებული დეფექტებით. STM გაზომვები გვიჩვენებს, რომ ამ მასალებში ძირითადი დეფექტები ლითონის ვაკანსიები და ქალკოგენი-ლითონი ანტისტრუქტურული დეფექტებია. DFT გამოთვლების თანახმად ანტისტრუქტურული დეფექტები მაგნიტურია, მაგნიტური მომენტით 0.9 -2.8 ბორის მაგნეტონის სიდიდის. მიღებული შედეგები მიუთითებენ, რომ 2H-MoTe2 და 2H-MoSe2 ნივთიერებები წარმოადგენენ ახალი ტიპის მაგნიტურ ნახევარგამტარებს.