ავტორიზაცია
დიდ-მასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერაცია/გაძლიერება ვარსკვლავთა ატმოსფეროში
ავტორი: ნინო რევაზაშვილითანაავტორები: ქეთევან კოტორაშვილი
საკვანძო სიტყვები: გადაგვარებული აირი, თეთრი ჯუჯა, პულსარი, შებრუნებული დინამო
ანოტაცია:
ჩვენ განვიხილეთ მაგნიტო-სითხური ბმის დროს ვარსკვლავთა ატმოსფეროების ორსითხოვან ((i) გადაგვარებული ელეტრონების და კლასიკური იონების; (ii) გადაგვარებულ ელექტრონპოზიტრონული) პლაზმაში მსხვილ-მასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერაცია/აჩქარების შესწავლა შებრუნებული დინამოს მექანიზმით [1]. თითოეული ამოცანისთვის ჩავწერეთ შესაბამისი დინამიური განტოლებები (მუხტის შენახვა, ნივთიერების შენახვა, იმპულსის შენახვა, მდგომარეობის განტოლება). ფონურ წონასწორულ მდგომარეობად განვიხილეთ ბელტრამი-ბერნულის მდგომარეობები ორი სითხისათვის. (i) გადაგვარებული ელეტრონების და კლასიკური იონების ამოცანა განვიხილეთ თეთრი ჯუჯის ატმოსფეროსათვის, გავითვალისწინეთ კლასიკური გრავიტაცია (რაც გამართლებულია თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის შემთხვევაში). იმის გამო, რომ კომპაქტური ობიექტისათვის ბერნულისა და ბელტრამის პირობები განსხვავდება კლასიკური შემთხვევისაგან სწორედ დიდი სიმკვრივით მოდიფიცირებული (გადაგვარებული) ეფექტური მასის გამო ელექტრონული სითხისათვის გავითვალისწინეთ სიმკვრივის არაერთგვაროვნება. (ii) გადაგვარებულ წყვილ-იონურ დამუხტულ სითხეში თუ გვაქვს განსხვავება რაღაც მახასიათებლით: მაგალითად მასით ან მუხტით, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდნენ მრავალ მასშტაბიანი სტრუქტურები, რომელთა განცალკევება უბიძგებს სითხეს მცირემასშტაბიანი სტრუქტურების ფორმირებისკენ და იძლევა ენერგიათა გარდაქმნის ახალ საშუალებას, რომელსაც ვხვდებით ასტროფიზიკურ პირობებში [3]; ამ ამოცანების შესასწავლად ჩავწერეთ ჩაკეტილი განტოლებები შებრუნებული დინამოსთვის და ბერნულის პირობაში გავითვალისწინეთ გადაგვარების ეფექტები. აგებული მოდელების მეშვეობით შევისწვლეთ კომპაქტური ობიექტების (თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები და პულსარები) გარე შრეში / ატმოსფეროში სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერირება/გაძლიერება. ვაჩვენეთ, რომ, როგორც კლასიკურ შემთხვევაში, ისე გადაგვარებულ წყვილ-იონურ და e-i სითხეში, მაგნიტური და სიჩქარის ველების გენერირება ერთდროულად ხდება და შევაფასეთ თუ გადაგვარების როლი მაგნიტო-სითხური ბმებში ასეთი მაკრო-მასშტაბური ველების. ევოლუციაში ორ-სითხოვან ვარსკვლავთა ატმოსფეროებში. შრომა ნაწილობრივ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით.No. FR17_391; ქ.კ და ნ.რ -ის შრომა ნაწილობრივ დაფინანსებულია თსუ ,,მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის“ ფარგლებში პროექტით: ,,დიდ-მასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერაცია/გაძლიერება ვარსკვლავთა ატმოსფეროში ”, 2018 . ლიტერატურა [1] S.M. Mahajan, N.L. Shatashvili, S.V.Mikeladze, K.I.Sigua.. Astrophys. J. 634, 419-425 (2005) [2] V. I. Berezhiani, N. L. Shatashvili, and S. M. Mahajan, Phys. Plasmas 22(2), 022902 (2015). [3] N.L. Shatashvili, S.M. Mahajan, V.I. Berezhiani. Astrophys Space Sci 361:70 (2016)
მიმაგრებული ფაილები:
Large-scale velocity and magnetic field generation/acceleration in stellar atmospheres [en]დიდ-მასშტაბიანი სიჩქარისა და მაგნიტური ველების გენერაცია/გაძლიერება ვარსკვლავთა ატმოსფეროში [ka]