ავტორიზაცია
სინთეზური გარდაქმნები დიპიროლონაფთო[1,4]დიაზეპინის ბაზაზე
ავტორი: მარინა ტრაპაიძეთანაავტორები: სოფიკო კვინიკაძე
საკვანძო სიტყვები: ნაფთოდიაზეპინი, ფიშერის ფუძე, ნიტროზირება, ბისსპიროპირანი
ანოტაცია:
დიაზეპინის ბირთვის შემცველი ნაერთები წარმოადგენენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ბენზოდიაზეპინის ბირთვი შედის მრავალ პრეპარატში, რომლებიც ხასიათდებიან საძილე, შფოთის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებით, რელაქსაციური ეფექტით. ჩვენს მიერ სინთეზირებულ იქნა დიპირო¬ლო¬ნაფ¬თო[1,4]დიაზეპინის ციკლის შემცველი ფიშერის ფუძის ახალი ბის–ანალოგი [1]. მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია მიღებული დიმეთილენდიპიროლო¬ნაფ¬თო[1,4]¬დი¬აზეპინის გარდაქმნის რეაქციები, რომლის შედეგად შესაძლებელია პოტენციური ბიოლოგიური აქტიურობის მქონე ახალი ნაერთები სინთეზი. განხორციელებულია დიმეთილენდიპიროლონაფთო[1,4]დიაზეპინის ნიტროზირების რეაქცია ნატრიუმის ნიტრიტით ძმარმჟავას არეში. ნიტროზირების რეაქციის პროდუქტი ქლორის მჟავას დამატების შედეგად გადაყვანილ იქნა შესაბამის მარილში. იგი გამოყოფილ იქნა დიპიროლონაფთო[1,4]დიაზეპინის დიოქსიმის დიპერქლორატის სახით. მისი სპირტ–წყალხსნარის ტუტით დამუშავების შედეგად წარმოიქმნება 2,9–დი(ნიტრო¬ზომე-თილი¬დენ)¬დიპიროლონაფთო[1,4]დიაზეპინი. დიმეთილენდიპიროლონაფთო[1,4]დიაზეპინის კონდენსაციით 5-ნიტროსალიცილის ალდეჰიდთან მიღებულია ახალი ბის-სპიროპირანი - ბის(6–ნიტრო-2H-ქრომენ–2–სპირო)–1,5,6,9-ტეტრაჰიდრო-1,1,9,9-ტეტრა¬მე¬თილ-4H-დიპირო¬ლო¬-[1,2,3-e,f:3,2,1-n,o]ნაფტო[2,3–b][1,4]დიაზეპინი. სინთეზირებული ახალი ნივთიერებების სტრუქტურების დასადასტურებლად ჩატარე-ბუ¬¬ლია სრული სპექტრალური ანალიზი -ბმრ სპექტრების, მას–სპექტრების. წარმოდგენილია ასევე ადრე სინთეზირებული ბის(6–ნიტრო-8–ქლორ–2H-ქრომენ–2–სპირო)-1,5,6,9-ტეტრაჰიდრო-1,1,9,9-ტეტრა¬მე¬თილ-4H-დიპიროლო-[1,2,3-e,f:3,2,1-n,o]ნაფტო¬[2,3–b][1,4]დიაზეპინის ბმრ და მას–სპექტრების მონაცემები. კვლევის შედეგები მოტანილია ცხრილის სახით. ლიტერატურა: [1] M. Trapaidze*, N. Esakia, N. Nikoleishvili, S. Kvinikadze and Sh. Samsoniya. Antiviral activity of benzopyrroloindole and indoloindole derivatives, synthesis of new basis compounds. International Mini-Symposium “BIOACTIVE COMPOUNDS,¬ANTIMICROBIAL AND BIOMEDICAL PRODUCTS & MATERIALS FOR PROTECTION OF HUMAN AND ENVIRONMENT” May 4-5, 2018, Tbilisi, Georgia. BOOK OF ABSTACTS. 75
მიმაგრებული ფაილები:
Marina-Trapaidze-Eng-pdf [en]მარინა–ტრაპაიძე–GEO-pdf [ka]