ka | en
Company Slogan TODO

თერმოდრეკადი პიეზოელექტრული გარსების სტატიკური იერარქიული მოდელების შესახებ

ავტორი: გია ავალიშვილი
თანაავტორები: მარიამ ავალიშვილი
საკვანძო სიტყვები: თერმოდრეკადი პიეზოელექტრული გარსები, იერარქიული მოდელები, ცდომილების შეფასება
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ანიზოტროპული არაერთგვაროვანი ცვლადი სისქის ფენებისაგან შემდგარი თერმოდრეკადი პიეზოელექტრული გარსი, რომლის სისქე შეიძლება ნულის ტოლი იყოს გვერდითი საზღვრის ნაწილზე. ვარიაციულ მიდგომაზე დაყრდნობით შესწავლილია თერმოდრეკადი პიეზოელექტრული სხეულის მაგნიტური ველის გათვალისწინებით სტატიკური სამგანზომილებიანი მოდელის შესაბამისი სასაზღვრო ამოცანა შერეული სასაზღვრო პირობებით, როდესაც საზღვრის გარკვეულ ნაწილებზე მექანიკური გადაადგილება, ელექტრული და მაგნიტური პოტენციალები, და ტემპერატურა ნულის ტოლია, საზღვრის დანარჩენ ნაწილებზე კი მოცემულია ზედაპირული ძალის სიმკვრივე, და საზღვრის გარე ნორმალის გასწვრივ ელექტრული გადაადგილების, მაგნიტური ინდუქციის და სითბოს ნაკადის მდგენელები, ხოლო ფენების საერთო ზედაპირებზე სრულდება ხისტი ტრანსმისიის პირობები. თერმოდრეკადი პიეზოელექტრული გარსის ორგანზომილებიანი მოდელების ასაგებად გამოყენებულია სპექტრალური აპროქსიმაციის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს კლასიკურ დრეკადობის თეორიაში პრიზმული გარსებისათვის განზომილებით რედუქციის ი. ვეკუას მეთოდის განზოგადებას. ვარიაციულ ფორმულირებაზე დაყრდნობით აგებულია სტატიკური ორგანზომილებიანი მოდელების იერარქია და გამოკვლეულია შესაბამისი სასაზღვრო ამოცანების ამონახსნების არსებობა და ერთადერთობა სათანადო საზოგადოდ წონიან სობოლევის სივრცეებში. ამავე დროს, დამტკიცებულია ორგანზომილებიანი ამოცანების ამონახსნებიდან აღდგენილი სამი ცვლადის ვექტორ-ფუნქციების კრებადობა შესაბამის სივრცეებში საწყისი სამგანზომილებიანი ამოცანის ამონახსნისაკენ და დამატებით პირობებში მიღებულია კრებადობის რიგის შეფასება. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტის ნომერი 217596, თერმოდრეკადი პიეზოელექტრული სტრუქტურების იერარქიული მოდელების აგება და გამოკვლევა].


მიმაგრებული ფაილები:

თერმოდრეკადი პიეზოელექტრული გარსების სტატიკური იერარქიული მოდელების შესახებ [ka]
On static hierarchical models of thermoelastic piezoelectric shells [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com