ავტორიზაცია
დიდ-მასშტაბოვანი სტრუქტურების ფორმირება პულსარის გადაგვარებულ რელატივისტურ გარე შრეში
ავტორი: ირაკლი ჯოხაძეთანაავტორები: ნანა შათაშვილი, ალექსანდრე თევზაძე, სვადეშ მაჰაჯანი
საკვანძო სიტყვები: კომპაქტური ობიექტის მაგნეტოსფერო, პულსარი, რელატივისტური განზოგადოებული გრიგალი, წონასწორული მდგომარეობები, გადაგვარებული აირი.
ანოტაცია:
კომპაქტური ობიექტების გარე შრისთვის აგებულია რელატივისტური განზოგადოებული გრიგალის ტენზორი. შესწავლილია ორმაგი ბელტრამი-ბერნულის (ბბ) წონასწორული მდგომარეობების/სტრუქტურების [1,2] არსებობის შესაძლებლობა პულსარის ზედაპირთან ახლოს გადაგვარებულ გარე შრეში. თეორიული ფორმალიზმი დაფუძნებულია გადაგვარებულ რელატივისტურ სითხის განტოლებებეზე, რომლებშიც გათვალისწინებულია გრავიტაციული ეფექტები - აღებულია შვარცშილდის მეტრიკის ტენზორი. ბბ-ს წონასწორობა გადაგვარებული ელექტრონის და პოზიტრონის სითხისათვის განისაზღვრება ორი რელატივისტური ბელტრამის პირობით და ბერნულის განტოლებით; შედეგად მიიღება სამმაგი ბელტრამის მდგომარეობები. დიდ-მასშტაბოვანი დინების და მაგნიტური ველის საილუსტრაციო რიცხვითი ამონახსნებისთვის განტოლებები ჩაწერილია სფერულ კოორდინატებში და სიდიდეები გაშლილია სფერული ჰარმონიკების საშუალებით. მიღებულია პულსარის ზედაპირთან ახლოს გარე შრეში დიდ-მასშტაბოვანი დინების [3] ფორმირების შუალედური შედეგები. მოსალოდნელია რომ კომპაქტური ობიექტების ატმოსფეროში გენერირებული დინებები წვლილს შეიტანს დიდ-მასშტაბოვანი დისკი-ჯეტის ნივთიერებასა და ენერგიაში; აღმოჩენილმა შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ისეთი კომპაქტური ობიექტების, როგორიცაა მაგალითად აქტიური გალაქტიკის ბირთვის და პულსარის გარშემო რელატივისტური დისკი-ჯეტის ფორმირების მოდელში. აგებული მოდელი შეიძლება გამოყენებული იყოს რელატივისტური ჯეტების დაკვირვებული თვისებების შესასწავლად. ი.ჯ.-სა და ნ.ლ.შ.-ს შრომა ნაწილობრივ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით N FR17_391; ი.ჯ.-ს შრომა ნაწილობრივ დაფინანსებულია შემდეგი პროგრამით: World Federation Of Scientists National Scholarship Programme, Geneva, 2018. [1] S. M. Mahajan. Temperature-transformed “minimal coupling”: Magnetofluid unification. Phys. Rev. Lett., 90:035001, (2003). [2] N. L. Shatashvili, S.M. Mahajan, V. I. Berezhiani: Mechanisms for multi-scale structures in dense degenerate astrophysical plasmas. Astrophys. Space Sci 361:70 (2016). [3] A. A. Barnaveli, & N. L. Shatashvili: Mechanism for flow generation/acceleration in dense degenerate stellar atmospheres. Astrophys. Space Science 362(9), 164 (2017).
მიმაგრებული ფაილები:
Large Scale Structure Formation in Pulsar Degenerate Relativistic Outer Layer [en]დიდ-მასშტაბოვანი სტრუქტურების ფორმირება პულსარის გადაგვარებულ რელატივისტურ გარე შრეში [ka]