ka | en
Company Slogan TODO

მდ. ივრის ხეობის გვიანცარცული მაგმური სხეულის ქანების პეტროლოგიური კვლევის მონაცემები

ავტორი: ბეჟან თუთბერიძე
თანაავტორები: კარლო აქიმიძე, მარიამ ახალკაციშვილი, გურამ ქუთელია
საკვანძო სიტყვები: იორი, ტეშენიტი, კამპტონიტი, ტერალითი, ტეფრიტი
ანოტაცია:

მდ. იორის დინების შუა წელში გამოვლინებული მაგმური სხეული შეჭრილია ზედა-ცარცული ასაკის ანანურის წყების ფლიშური ნალექებით აგებულ ბოკონის სინკლინის ფრთებში და ქმნის ორ ურთიერთპარალელურად განლაგებულ დამოუკიდებელ სხეულს. მაგმური სხეულის ამგები ქანების შესწავლას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. სხვადასხვა მკვლევარები, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, სხეულის ამგები ქანების შედგენილობის საკითხთან დაკავშირებით თანამოაზრეებია და მათ ტეშენიტებად ან ბიოტიტიან-ოლივინიან-რქატყუარიან-პიროქსენიან ტეშენიტებად განიხილავენ. ჩვენს მიერ ჩატარებული დეტალური მინერალოგიურ-პეტროლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით მაგმური სხეულის ამგებ ქანებს შორის ტეშენიტები დამორჩი-ლებული რაოდენობით მონაწილეობს; წამყვანი როლი ეკუთვნით: ტუტე ლამპროფირებს: კამპტონიტებს, ტერალითებს და ტეფრიტებს;


მიმაგრებული ფაილები:

მდ. ივრის ხეობის გვიანცარცული მაგმური სხეულის ქანების პეტროლოგიური კვლევის მონაცემები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com