ka | en
ავტორიზაცია
განთავსების ამოცანების გადაჭრა მრავალკრიტერიუმიან დაყოფის ამოცანაზე დაყვანის გზით
ავტორი: ბეჟან ღვაბერიძეთანაავტორები: ბ. მაცაბერიძე
საკვანძო სიტყვები: ობიექტთა განთავსების ამოცანა, დაყოფის ამოცანა, მრავალკრიტერიუმიანი დისკრეტული ოპტიმიზაცია, ეფსილონ შეზღუდვათა მეთოდი
ანოტაცია:
განთავსების ამოცანები გამოირჩევა მრავალი პრაქტიკული გამოყენებით, მაგრამ მათი NP სირთულიდან გამომდინარე ხშირად საკმაოდ რთულია ოპტიმალური ამონახსნების მოძიება. შემოთავაზებულია მრავალკრიტერიუმიანი განთავსების ამოცანების გადაჭრის ახალ მიდგომა, რომლის ფარგლებშიც ხდება ამ ამოცანების დაყვანა მრავალკრიტერიუმიან დაყოფის ამოცანაზე, რის შემდეგაც შესაძლებელია კარგად დამუშავებული ზუსტი თუ მიახლოებითი ალგორითმების გამოყენების გზით პარეტო-ოპტიმალური ამონახსნების მოძიება.