ka | en
Company Slogan TODO

სითბური ველი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის დანალექ საფარში და გაზური ჰიდრატების შემცველობა გურიის როფში

ავტორი: გურამ ქუთელია
თანაავტორები: ე. საყვარელიძე
საკვანძო სიტყვები: გაზის ჰიდრატები, სითბური ნაკადი, მეთანი, სითბური ნაკადი, შავი ზღვა, გურიის როფი.
ანოტაცია:

სითბური ველი აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის დანალექ საფარში და გაზური ჰიდრატების შემცველობა გურიის როფში ე. საყვარელიძე, g. ქუთელია რეზიუმე საკვანძო სიტყვები: გაზის ჰიდრატები, სითბური ნაკადი, მეთანი, სითბური ნაკადი, შავი ზღვა, გურიის როფი. ბუნებრივი გაზისა და გაზის ჰიდრატების ემისიის გამოსავლების კვლევა დანალექ საფარში დიდ სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერესის საგანს წარმოადგენს. მეთანი, როგორც სათბური გაზი, ოცჯერ უფრო ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე CO2. კვლევებმა აჩვენა, რომ გაზოჰიდრატები შავ ზღვაში სხვადასხვა მიზეზების გამო არის თავმოყრილი. ეს არის ყველაზე დიდი უჟანგბადო აუზი მეთანის უფრო მაღალი კონცენტრაციით, ვიდრე ნებისმიერი განაპირა ზღვა. დანალექი საფარი, რომლის სიმძლავრე 10-19 კილომეტრია, ქმნის პოტენციურ რეზერვუარს მეთანის წარმოსაქმნელად და აქ ცნობილია მეთანის გამოყოფის ასეულობით ადგილი. ამ არეში არსებობს ნავთობისა და აირის რეზერვუარები, განსაკუთრებით შავი ზღვის აღმოსავლეთი შელფისა და გურიის როფის გასწვრივ. უნდა აღინიშნოს, რომ აირის გამოსავლების ზონები გურიის როფში თანხვდება დანალექი კომპლექსის მძლავრი სითბური ნაკადისა და მაღალი ტემპერატურების ზონებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com