ka | en
Company Slogan TODO

შესაძლებლობითი პროგნოზის ამოცანა სუსტად სტრუქტურირებული პროცესებისთვის

ავტორი: გია სირბილაძე
საკვანძო სიტყვები: სუსტად სტრუქტურირებული სისტემა, ფაზი-სიმრავლეები, შესაძლებლობიას ზომა, შესაძლებლობითი პროგნოზი
ანოტაცია:

კვლევაში განიხილება სუსტად სტრუქტურირებული დინამიკური სისტემების შესაძლებლობითი პროგნოზის ამოცანები. დინამიკური სისტემების კვლევების სხვა მიდგომებისგან განსხვავებით, სადაც ფაზი (შესაძლებლობითი) განუზღვრელობის წყაროს ექსპერტი და მისი ცოდნა წარმოადგენს, ახალ მიდგომაში განუზღვრელობის წყაროს ასევე წარმოადგენს დრო. ფაზი-დროის (არამკაფიო დროის) ფაქტორი წარმოაჩენს განუზღვრლობას დინამიკურ სისტემებში, რომელიც ფართო სპექტრი ახალი პრობლემების კვლევის შესაძლებლობას იძლევა. ფაზი-დროის მიმართ სუსტად სტრუქტურირებული სისტემების კვლევაში დუალური (ექსრემალური) მიდგომა სიახლეა და დღეს ანალოგი არ გააჩნია. ფაზი-პროცესების ექსტრემალურობა შესაძლებლობას იძლევა ფაზი-დინამიკური სისტემები და მათი პროგნოზი აღიწეროს „გაფართოებული მიმდინარე და შეკუმშული მომავლი ფაზი-დროის ინტერვალებში“ რათა მივიღოთ უფრო სარწმუნო ინფორმაცია ექსპერტზე, მის ცოდნაზე, საკვლევი ობიექტის მდგომარეობებზე და ა.შ. ამით ჩვენ ვაგებთ ახალი ტიპის სტრუქტურებს საექსპერტო ცოდნის ნაკადების ფორმირების, სინთეზისა დ ანალიზის ამოცანებში. მართვის ელემენტის გათვალისწინებით სსდს-თვის აგებულია ახალი ფაზი-ინტეგრალური მოდელები. სისტემის ევოლუციის შესაძლო სცენარების ახალი ტიპის წარმოდგენები აგებულია მომავლი დროის ფაზი-ინტერვალებისთვის. ეს სცენარები რთული დინამიკური სისტემების კვლევის ახალ შესაძლებლობას იძლევა. ერთის მხრივ შესაწავლილი სსდს–ის იდენთიფიკაციის, ფილტრაციის, პროგნოზის, კლასიფიკაციის, მართვისა და ოპტიმალური მართვის ამოცანები, ხოლო მეორე მხრივ პროგრამული უზრუნველყოფის ბიბლიოთეკა კონკრეტული დარგის მკვლევარებისთვის გადაწყვეტილების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემებისა და საექსპერტო სისტემების პროექტირების ახალ ინსტრუმენტს წარმოადგენს.


მიმაგრებული ფაილები:

შესაძლებლობითი პროგნოზის ამოცანა სუსტად სტრუქტურირებული პროცესებისთვის [ka]
A Possibilistic Prediction Problem for Weakly Structured Processes [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com