ავტორიზაცია
SMART|AtmoSim_LAB-ის ერთი წლის შედეგები და სამომავლო გეგმები
ავტორი: გიორგი ჯიბუტისაკვანძო სიტყვები: ატმოსფერო, ჰაერის დაბინძურება
ანოტაცია:
SMART|AtmoSim_LAB გაიხსნა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) ფარგლებში თსუ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრასა და იულიხის (გერმანია) კვლევების ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტი-ტროპოსფეროს (IEK-8, Forschungszentrum Jülich) კოლაბორაციის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2017 წლის 29 სექტემბერს თსუ II კორპუსის 353 ოთახში. ქალაქის მერიის №48.22.980 დადგენილებით ლაბორატორიამ მიიღო დაფინანსება ქალაქ თბილისში ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების შესასწავლად. ლაბორატორია ჰყავს ქართველი და გერმანელი სამეცნიერო მრჩევლები: აკადემიკოსი, სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე (თსუ), პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი (თსუ) ქართული მხარიდან, ასევე პროფესორი ასტრიდ კიენდლერ-შარი, პროფესორი ანდრეას ვანერი, დოქტორი ფრანც რორერი, და დოქტორი რობერტ ვეგენერი გერმანიის მხარიდან (IEK-8, Forschungszentrum Jülich). ატმოსფეროს დამაბინძურებლების რუტინულ ანალიზებთან ერთად, მიმდინარეობს ატმოსფეროს დაბინძურების სამეცნიერო შესწავლა დაბინძურების მოდელის და პროგნოზირების მეთოდების დამუშავების მიზნით. კვლევებში ჩართულები არიან თსუ-ს სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტები. მოცემულ მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ლაბორატორიაში 2018 წელს ჩატარებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები.