ავტორიზაცია
ყინვები საქართველოს მთიან რეგიონებში
ავტორი: მარიამ ელიზბარაშვილისაკვანძო სიტყვები: ყინვა, განმეორებადობა, დეკადური სიჩქარე, ინტენსივობა
ანოტაცია:
გლობალური დათბობა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემაა და ის განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა კონტინენტებზე და განსხვავებულ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებში. საქართველოში, მისი გეოგრაფიული მდებარეობის და მრავალფეროვანი ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო, სადაც აღინიშნება დედამიწაზე არსებული კლიმატების და ბუნებრივი ლანდშაფტების უმრავლესობა, კლიმატის ცვლილებასაც მრავალფეროვანი ხასიათი აქვს. კლიმატური ელემენტების საშუალო მნიშვნელობების (ტემპერატურა, ნალექები) ცვალებადობა თანამედროვე ეტაპზე უკვე სრულყოფილად ვერ ასახავს კლიმატის ცვლილების რთულ სურათს და ექსტრემალური მოვლენების შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ცალკეული ქვეყნებისათვის ასევე რეგიონებისთვის. სწორედ ამიტომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატოლოგიის კომისიის, კლიმატის ცვლილების დადგენის და ინდექსების საექსპერტო ჯგუფმა კლიმატის ცვლილების 27 ძირითადი ინდექსი შეიმუშავა, ბოლო წლებში ჩვენს მიერ ჩატარებული ზოგიერთი კლიმატური ინდექსის კვლევამ საქართველოში გააფართოვა ცოდნა კლიმატისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ. ერთ-ერთი საინტერესო კლიმატის ცვლილების ინდექსი არის ყინვიანი დღეები როდესაც TN (დღიური მაქსიმუმი) < 0C. მოხსენებაში განხილულია 1936-2013 წლებში 25 მეტეოროლოგიური სადგურის დაკვირვების საფუძველზე საქართველოს მთიან რეგიონებში ყინვიანი დღეების სტატისტიკური სტრუქტურა, ინტენსივობა, ხანგრძლივობა და დინამიკა.
მიმაგრებული ფაილები:
Icing days in the mountainous regions of Georgia [en]ყინვები საქართველოს მთიან რეგიონებში [ka]